პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
არავინ აკრძალავს მიცვალებულებისთვის პატივის მიგებას, არავინ იტყვის, რომ არ გავიდეთ სასაფლაოებზე, მაგრამ თუ შესაძლებელია, იქნებ თავი ავარიდოთ იქ კვებას და ალკოჰოლის მიღებას, რადგან ამ დროს მარტივად ხდება ვირუსის გავრცელება, ისევე, როგორც დიდ წვეულებებსა და შეკრებებზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მან არსებულ ეპიდვითარებასა და სააღდგომოდ მოსახლეობისადმი რეკომენდაციებზე ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა. ყველაზე დიდი დღესასწაულები მოდის, როგორიც არის აღდგომის დღესასწაული. მოგეხსენებათ, რომ პანდემია ჯერ ისევ გრძელდება. ჩვენს ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში ეპიდვითარება სტაბილურია, ახალი შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 100-სა და 300-ს შორის. ყველა ინდიკატორი არის გაუმჯობესებული. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაცია სრულად ემორჩილება კონტროლს. საავადმყოფოებში დღეს წევს მხოლოდ 340 პაციენტი.
ასევე, შემცირდა რეანიმაციებში და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში პაციენტთა რაოდენობა, ანუ სიტუაცია გაცილებით უფრო მშვიდია, ვიდრე შარშან და შარშანწინ. 2020-ში ჩვენ ნაკლები ვიცოდით ამ ვირუსის შესახებ და სიფრთხილის მაქსიმალური ზომები გვქონდა. შარშან ეპიდვითარება, წლევანდელთან შედარებით, უფრო რთული იყო, რეკომენდაციებიც უფრო მკაცრი გვქონდა. წელს კი მხოლოდ და მხოლოდ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.