იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს - დეტალები
1737840761
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზის გამოყენების ნებართვა გასცა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მესამე დოზის გასაკეთებლად მეორე დოზიდან დასაშვები ინტერვალი ექვსი თვიდან ხუთ თვემდე შემცირდა.
სააგენტომ ასევე დასაშვები გახადა ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება სუსტი იმუნიტეტის მქონე 5-დან 11 წლის ასაკის ბავშვებში.
სააგენტომ ეს გადაწყვეტილებები „ომიკრონის“ ვარიანტის სწრაფად გავრცელების ფონზე მიიღო.