ჩემი პირადი რჩევაა, იქ, სადაც ადამიანები იკრიბებიან, პირბადე გაიკეთეთ - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან საქართველოში, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს ურჩევს, თავშეყრის ადგილებში პირბადე პერიოდულად მაინც გამოიყენონ.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ჩემი პირადი რჩევაა,  გარე სივრცეში, იქ, სადაც იკრიბება 5, 10 ადამიანი, საუბრობთ მეგობრები, სასურველია, რომ ამ დროს პერიოდულად პირბადე გაილეთოთ.

ეს ვალდებულება არ არის, ჩემი საექიმო რჩევა იქნება, რომ ჯერჯერობით, მაინც ფრთხილად ვიყოთ. ომიკრონი და კორონავირუსი ვერაგი აღმოჩნდა, ისეთ სიურპრიზებს უმზადებს კაცობრიობას, წინასწარ განჭვრეტა არ არის მარტივი. სხვადასხვა ქვეყანაში ჰიბრიდულმა შტამმა უკვე დაიწყო ცირკულირება, შესაძლებელია, ეს გავრცელდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.