ნახეთ მისამართები, სადაც წყალი შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1728409657
„ინფიცირებული ბავშვების პროცენტული შემადგენლობა არის მკვეთრად გაზრდილი“,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ომიკრონის არსებობის გამო ბავშვების ინფიცირების ზრდა რეალური საფრთხეა.
"ძალიან დიდი განსხვავებაა 2020 წელსა და 2021 წელს შორის ბავშვების რაოდენობის მიხედვით. ინფიცირებული ბავშვების პროცენტული შემადგენლობა არის მკვეთრად გაზრდილი. 2020 წელს, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში ბავშვების წილი შეადგენდა 9-10%-ს, 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, ეს იყო 20.4%, ორჯერ უფრო მეტად გაიზარდა. "ომიკრონთან" დაკავშირებით, მოლოდინია, რომ ეს პროცენტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, ვინაიდან, "ომიკრონი" კიდევ უფრო მეტად გააახალგაზრდავებს საშუალო ასაკს და კორონავირუსი უკვე აღარ განიხილება როგორც ხანში შესულების დაავადება. ამიტომ, ბავშვების ინფიცირების ზრდა პროცენტული შემადგენლობითაც არის ერთ-ერთი რეალური საფრთხე, რასაც ჩვენ ველოდებით," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ღამის კურიერთან“ საუბრის დროს.
მისივე თქმით, იმისთვის რომ ბავშვები ვირუსისგან მაქსიმალურად დაცულები იყვნენ, ოჯახის ყველა უფროსმა წევრმა ვაქცინაცია უნდა ჩაიტაროს.