„არ უნდა შეგვაშინოს“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ბიძინა კულუმბეგოვი

კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის მორიგი მოსალოდნელი ანტირეკორდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. მისი თქმით, მიუხედავად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა, ჰოსპიტალიზაცია მზარდი არ არის.

„პანდემიის ეს ტალღა მიდის „სწორი-მიმართულებით“, შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიყვება. შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი, ყველას ვთხოვთ, ნიღბის ტარებას და ბუსტერ დოზის დამატებას. დღეს ჩატარებული ტესტების 22% იყო დადებითი, ხვალ >10 ათასზე შემთხვევა იქნება, რამაც არ უნდა შეგვაშინოს!“, - წერს ექიმი და ქვემოთ მოყვანილ გრაფიკას ურთავს თავს.