ტრაგედია თბილისში – ნუცუბიძის ქუჩაზე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა
1765999995
ორმაგი სტანდარტების გამოყენების პრაქტიკა გრძელდება - ასე აფასებს "ქართული ოცნება" ევროპარლამენტში გამართულ დებატებს. უმრავლესობაში თვლიან, რომ ევროპარლამენტარების ნაწილი ტყუილების დეკლარირებაზე უარს კვლავ არ ამბობს და კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესების გაძლიერებას ემსახურება.
"ზეწოლა, ორმაგი სტანდარტი, ძალმომრეობა ქართველ ხალხზე და ტყუილების დეკლარირება კვლავ გრძელდება, ეტყობა ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ჩვენი ხალხი და ქვეყანა როგორც პროქსი სახელმწიფო იქნეს გამოყენებული. მეორე მხრივ - ვერ პატიობენ ქართველ ხალხს იმას, რომ კვლავაც ეროვნულ და ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლება აირჩია არჩევნებზე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენ ვისმენთ იმ სრულიად უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც არანაირი არგუმენტი არ გააჩნია და მხოლოდ არაფორმალური ძალების ინტერესების გატარებას ემსახურება", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.