სამწუხაროდ, გარკვეული ევროპარლამენტარების კონტრპროდუქტიული პოლიტიკა საქართველოში ევროკავშირის იდეას აზიანებს - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

ევროპარლამენტარები თუ იტყვიან, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს მოლაპარაკებები გაუხსნან, კარგი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები თუ ისევ იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ მუქარით ილაპარაკონ და ოპოზიციის აქციის მუხტი აწიონ, რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის სიახლე არ იქნება.

„ევროპარლამენტარები თუ იტყვიან, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს მოლაპარაკებები გაუხსნან, კარგი იქნება. თუ ისევ იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ მუქარებით ილაპარაკონ და ოპოზიციის აქციისთვის მუხტი აწიონ, რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის სიახლე არ არის. სამწუხაროდ, მათი კონტრპროდუქტიული პოლიტიკა საქართველოში ევროკავშირის იდეას აზიანებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.