რა ფაქტორები ამყარებენ ლარს და კიდევ რამდენ ხანს შენარჩუნდება დღევანდელი ნიშნული - ექსპერტის მოსაზრება

laris kursi

ეროვნული ვალუტა ბოლო ორი თვის განმავლობაში დოლართან მიმართებით 11%-ით გამყარდა, ევროსთან კი ამავე პერიოდში გამყარება 14% იყო. ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზებთან დაკავშირებით Bm.ge წერს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა აცხადებს, რომ მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, მისი ან ნიშნულზე შენარჩუნება ნაკლებად სავარაუდოა. მისი პროგნოზით, კურსი მოკლევადიან პერიოდში სავარაუდოდ, 3.00-იან ნიშნულზე, გრძელვადიან პერსპექტივაში კი საშუალოდ 3.30-იან ნიშნულის ფარგლებში იმერყევებს.

„სამ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ, ერთი საშუალო ვადიან კონტექსტში რომ შევხედოთ ალბათ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა უნდა გამოიყოს, რომელიც ლარზე გამყარების მიმართულებით ახდენს გავლენას. მეორე უფრო მოკლევადიანი შოკი რაც არის ქვეყანაში უცხოური ნაკადების მაგალითად ჩარიცხვების, ტურიზმის ნაწილში და მესამე ფაქტორი ერთი წლის ჭრილში გაუმჯობესებული ეკონომიკური პროგნოზები. ანუ გაუმჯობესებულია მოლოდინები მომავალი რამდენიმე კვარტალის განმავლობაში, რაც დადებით გავლენას უნდა ახდენდეს ლარის კურსზე.

იმის გამო რომ ეს ფაქტორები არ არის გრძელვადიანი, მათ შორის არც მონეტარული პოლიტიკის სიმკაცრე, არც შემოდინებები, მოლოდინი იმის რომ გამყარებული ლარი მნიშვნელოვნად დიდი ხანი შენარჩუნდება წესით არ უნდა გვქონდეს. თუ არა სხვა ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში რეფორმების კუთხით იმ ნიშნულზე რა ნიშნულზეც დღეს არის, მისი შენარჩუნება რთული იქნება.

პროგნოზის გაკეთება რა იქნება რთულია, მოკლევადიან პერიოდში სადღაც 3.00-მდე ნიშნულზე შეიძლება ვილაპარაკოთ, თუმცა 1-2 წლიან პერსპექტივაში თუ გავითვალისწინებთ რა დონეზეც იყო, წესით 3.3-ის პროგნოზი იყო რომელიც კეთდებოდა ამ შოკებამდეც. შესაბამისად ამ მოკლევადიან მერყეობებს, როდესაც გადავლახავთ, ალბათ ამის მოლოდინი უნდა გვქონდეს.

საინტერესოა რა შედეგებს დავდებთ მოლოდინებთან მიმართებითაც, ჩვენ ახლა მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესდა ტურისტული ნაკადების აღდგენის მოლოდინიც, მნიშვნელოვანია შედეგი რაც დაიდება ამ მოლოდინთან მიმართებაში, თორემ ცხადია რომ გაიზრდება ტურისტები, მაგრამ თუ იმდენი არ შემოვიდა რაც გვგონია, მაშინ შეიძლება გაუფასურდეს კიდეც, ამიტომ არ ველოდები მე რომ მნიშვნელოვნად გამყარდება რადგან ტურისტული სეზონია.“ - განაცხადა პაპავამ.