საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
1734122911
არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვები გრძელდება. მმართველი გუნდი ოპონენტების მხრიდან არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე საუბრობს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა კანონდარღვევაზე პასუხის გაცემა მოუწევთ შესაბამისი უწყებებისათვის.
"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ ოპოზიცია თავად მიმართავდა გარკვეულ მანიპულაციებს.
"ოპოზიციამ თხარა, თხარა და, სავარაუდოდ, თავისივე დანაშაულები გამოთხარა. ჩვენ ვამბობდით და ეს მტკიცებულებებიც მოვიპოვეთ, რომ რეალურად, ადამიანები, რომლებიც მიდიოდნენ უბნებზე, სიებში არ იყვნენ და აღმოჩნდებოდა, რომ რადიკალური ოპოზიციის რომელიმე კომისიის წევრი იყო, თან - ამ უბნიდან მოშორებით. ეს რეალური ჩვენებები და მტკიცებულებები წარედგინება პროკურატურას", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.