ბიძინა ივანიშვილის ქონება წელს 325 მილიონი დოლარით გაიზარდა

ბიძინა ივანიშვილი

მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის Bloomberg Billionaires Index-ის დღეს განახლებული მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება, ბოლო ცვლილებით, 50 მლნ დოლარით, ხოლო წლის დასაწყისიდან 4 აპრილამდე 325 მილიონი დოლარით გაიზარდა.

ამდენად, 4 აპრილის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილის მთლიანი ქონება 5,92 მლრდ დოლარს შეადგენს და 500 უმდიდრეს ადამიანთა შორის 407-ე ადგილზეა.

პირველი ხუთეული კი ასეთია: 

ბერნარ არნო (საფრანგეთი) - მთლიანი ქონება: 199 მლრდ დოლარი. ბოლო ცვლილება: +184 მლნ დოლარი. წლის დასაწყისიდან დღემდე: +36,6 მლრდ დოლარი.

ილონ მასკი (აშშ) - მთლიანი ქონება: 178 მლრდ დოლარი. ბოლო ცვლილება: მინუს 9.05 მლრდ დოლარი. წლის დასაწყისიდან დღემდე: +40.8 მლრდ დოლარი.

ჯეფ ბეზოსი (აშშ) მთლიანი ქონება: 126 მლრდ დოლარი. ბოლო ცვლილება: მინუს 698 მლნ დოლარი. წლის დასაწყისიდან დღემდე: +19,3 მლრდ დოლარი.

ბილ გეითსი (აშშ)- მთლიანი ქონება: 121 მლრდ დოლარი. ბოლო ცვლილება: +724 მლნ დოლარი წლის დასაწყისიდან დღემდე: + 11.9 მლრდ დოლარი.

უორენ ბაფეტი (აშშ) - მთლიანი ქონება: 108 მლრდ დოლარი. ბოლო ცვლილება: + 652 მლნ დოლარი. წლის დასაწყისიდან დღემდე: +505 მლნ დოლარი.

ცნობისთვის, Bloomberg Billionaires Index მაჩვენებლებს ნიუ იორკის ყოველი სავაჭრო დღის ბოლოს აახლებს.