1743404500
2025 წლის I კვარტალში ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია - BAG

2025 წლის I კვარტალში ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია და 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, მაჩვენებელი გაუარესდა ყველა სექტორში გარდა ვაჭრობის სექტორისა, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული.
BAG-ის ცნობით, 2025 წლის I კვარტალში, 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა მრეწველობის სექტორში 19.5 ქულით, ვაჭრობის სექტორში - 15.7 ქულით, მომსახურების სექტორში - 14.1 ქულით, ხოლო მშენებლობის სექტორში - 1.7 ქულით. რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, მოლოდინების შეფასება გაუმჯობესდა ვაჭრობის სექტორში 21.1 ქულით, მომსახურების სექტორში - 10.8 ქულით და მშენებლობის სექტორში - 2.5 ქულით, ხოლო გაუარესდა მრეწველობის სექტორში 13.8 ქულით. 2025 წლის I კვარტალში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე მაღალი შეფასება მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - ვაჭრობის სექტორში. თუმცა, ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა ყველაზე პოზიტიური ბიზნესის მოლოდინი, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიური მშენებლობის სექტორში.