წარმატება გზაშია - მთავარია, გჯეროდეს - ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თიბისი

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. საუკეთესო 15 კომპანია, 5 ნომინაციაში გამოვლინდა და მათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიება „რადიო ქალაქში“ გაიმართა და მას 600-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.

ღონისძიებაზე, სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულმა ჟიურიმ, რეკორდული რაოდენობის მონაწილე 443 ბიზნესიდან, საუკეთესოები დაასახელა შემდეგ ნომინაციებში:

1.საუკეთესო პროდუქტი

• კატეგორიის გამარჯვებული Theatre Factory 42 • თეატრი სახელოსნო 42 გახდა, რომელიც ექსპერიმენტული მეთოდებით მაყურებლებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს;
• მეორე ადგილი ქართულმა ტანსაცმლის ბრენდმა - Reckless • რექლეს-მა დაიკავა, რომელიც ახალ თაობას ინდივიდუალიზმის გამოხატვაში ეხმარება;
• მესამე ადგილზე კი კონცეპტუალური რესტორნებისა და ბუტიკ სასტუმროების ქსელი - Communal Hotels გავიდა.

2.საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი

• ნომინაციის გამარჯვებული სტარტაპი Tasteit გახდა, რომელიც საკვების გარშემო შექმნილი სოციალური ქსელია და ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში აკავშირებს;
• მეორე ადგილი დაიკავა სტარტაპმა - „QACanvas“. კომპანია QA ინჟინრებს უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტით, რომელიც ამარტივებს ტესტის სცენარების გენერაციასა დამართვას; 
• მესამე ადგილი კი, სტარტაპმა - Awork • ევორქი-მა დაიკავა, რომელიც ახალი თაობაზე ორიენტირებული დასაქმების ციფრული პლატფორმაა.

3.გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა

• ნანა ჯანაშიას სახელობის ნომინაციაში - გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა გამარჯვებული გახდა კაფე მზიური • Cafe Mziuri, რომელიც ემსახურება ინკლუზიური და საგანმანათლებლო საზოგადოებრივი სივრცის შექმნას;
• მეორე ადგილი დაიკავა Adamiani • ადამიანი-მა, რომელიც სხვადასხვა მასალის გადამუშავებით ქმნის ყოველდღიურ ნივთებს;
• მესამე ადგილზე  სოციალური კონცეფციის მაღაზია - Social Concept Store ESKI გავიდა, რომელიც აერთიანებს სოციალური საწარმოების ხელნაკეთ პროდუქციას.

4.გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში

• რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მთავარი ჯილდო გადაეცა ღვინის ტესტირების თანამედროვე ლაბორატორია აგროლაბი - AgroLab-ს;
• ამავე კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა სამთო სასტურმო AltiHut-მა, რომელიც 3014 მეტრ სიმაღლეზე დამსვენებლებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს;
• მესამე ადგილზე კი Agrometa • აგრომეტა გავიდა, რომელიც ფერმერებს მაღალტექნოლოგიური აგრო-დრონების სერვისს სთავაზობს.

5. საუკეთესო ფრილანსერი

• ნომინაციის გამარჯვებული მხატვარი და დიზაინერი მანანა არაბულია, რომელიც უნიკალური წიგნების დიზაინით არის ცნობილი;
• კატეგორიაში მეორე ადგილი გიორგი მესხმა დაიკავა, რომელიც სტარტაპებს საერთაშორისო წარმატების მიღწევაში ეხმარება;
• მესამე ადგილი გიგა მეტრეველმა დაიკავა, რომელიც სტარტაპებს ზრდისა და განვითარებისთვის კონსულტაციებს სთავაზობს.

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა სასტუმრო Le Méridien Batumi-ს, რომელიც სისტემურად ახორციელებს ინკლუზიურ აქტივობებს ქალთა გაძლიერების კუთხით

მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის სპეციალური ჯილდო კი ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზია, Vintylator ვინტილატორი-ს გადაეცა, რომელიც გარემოს დაცვითი აქტივობებისა და მდგრადი მოხმარების პოპულარიზაციას ეწევა

ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისთვის სხვადასხვა პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს ჯილდოდან ერთ-ერთი, მათ შორის: ახალი ვებ-გვერდის შექმნა, ბრენდინგი, საკომუნიკაციო მხარდაჭერა და სხვა.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერები -  აჭარა ჯგუფი, Tegeta Business.მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.