ზოგადი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ასტროლოგია

2 ოქტომბერს მზის დაბნელება და ახალმთვარეობა იყო, რაც ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე სხვადასხვანაირად აისახება. ასტროლოგი ქეთი ოდიშელი თითოეული ნიშნისთვის ზოგად პროგნოზს გვთავაზობს:

ვერძი

აქცენტრირებულია პარტნიორული ურთიერთობები, მოლაპარაკებები. თუმცა ნუ გადაამეტებთ, იზრუნეთ იმის განვითარებაზე და შენარჩუნებაზე რაც გაქვთ.

კურო

მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ზოგადად ჯანმრთელობას. თავი შეიკავეთ სპონტანური ქმედებისგან. მოლაპარაკებები სამომავლოდ ჯობია გადადოთ. შეგიძლიათ გაწეროთ ბიზნეს გეგმა.

ტყუპები

სიყვარულის თემებია აქცენტირებული. თუმცა პრობლემები შეიძლება შეგიქმნათ გაფანტულობამ და რამდენიმე “კურდღლის” ერთდროულად დევნამ. საქმიანობაში მიეცით საშალება თქვენს შემოქმედებით პოტენციალს გამოავლინოს თავის თავი. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან.

კირჩხიბი

ყველაზე აქტუალური თემა ახლა სახლის, უძრავი ქონებისა და ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებული გაჭიანურებული მოვლენები ახლა თქვენს სასარგებლოდ დასრულდეს. დაკავდით თქვენი სივრცის მოწესრიგებით, დალაგებით. ნუ მიიღებთ ემოციურ გადაწყვეტილებებს.

ლომი

განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ მოლაპარაკებებსა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლასთან დაკავშირებით. თვალი ადევნეთ ტექნიკის გამართულ მუშაობას. შესაძლოა გაიცნოთ საინტერესო ადამიანი.

ქალწული

მოლაპარაკებები და ყველა სახის სიახლე ფინანსურ საკითხებს უკავშირდება. იყავით დაკვირვებული და კარგად გააანალიზეთ თითოეული ნაბიჯი.

სასწორი

სიახლეები იმიჯთან, პირად-სასიყვარულო თემებთან და ზოგადად ყველა საკითხთან დაკავშირებით. შეიკავეთ თავი რადიკალური ცვლილებებისგან. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მითქმამოთქმას და საეჭვო კავშირებისგან თავი შეიკავეთ.

მორიელი

ახლა არ არის აქტიურობის დრო. განსაკუთრებით ნუ გძლევთ ეჭვი და წყენები, რადგან შესაძლოა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. სასურველია თვითანალიზითა და საკუთარი თავის შეცნობით დაკავდეთ. ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა ემიგრაციიდან დაბრუნებაზე დაფიქრდეთ, ზოგიერთმა კი შესაძლოა სწორედ ახლა მიიღოს მნიშვნელოვანი საბუთი.

მშვილდოსანი

სოციალური აქტივობის პერიოდია, ახალი მიზნებისა და გეგმების დასახვა გიწევთ. შესაძლოა ახალი ნაცნობობა კარგ მეგობრობად იქცეს. იყავით თქვენი არჩევანის ერთგული ნებისმიერ საკითხში.

თხის რქა

აქტუალურია კარიერული და სამსახურთან დაკავშირებული საკითხები. ახლა მთავარია თავი შეიკავოთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისგან. ასევე მნიშვნელოვანი თემა შესაძლოა იყოს სტატუსის შეცვლა.

მერწყული

იზრუნეთ თვალსაწიერის გაფართოებაზე, ყველაფერი ხომ რაღაც დიდ იდეას ემსახურება. აქტუალურია უცხოეთთან დაკავშირებული საკითხები და პროექტები. იმოქმედეთ!

თევზები

ახლა თქვენთვის ტრანსფორმაციული პერიოდია, თქვენ უნდა გარდაიქმნათ შინაგანად. აქტუალურია საბანკო საკითხები. არ გირჩევთ ამ პერიოდში ფულის სესხება-გასესხებას.