1736011591
ზოდიაქოს 5 ყველაზე ჭირვეული ნიშანი
ვერძი
სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, ვერძს საკმარისზე მეტი მიზანი აქვს. პრობლემა ჩნდება იმ მომენტში, როდესაც ცეცხლის ნიშანი იგრძნობს, რომ მას აკონტროლებენ და მიუთითებენ, როგორ იმოქმედოს. მაშინ ვერძს, საღი აზრის საწინააღმდეგოდ, შეუძლია გააფუჭოს ყველაფერი, თუნდაც ამან პირდაპირ იმოქმედოს მასზე.
როდესაც ვერძი იმედგაცრუებულია, უმჯობესია არ ეცადოთ მის დაწყნარებას: ეს მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას.
ტყუპები
მოუსვენარი და მერყევი ტყუპები ბავშვურ თვისებებს მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებს. ჰაერის ნიშნის თავნება ხასიათი ყველაზე კარგად იქ ვლინდება, სადაც მისგან დისციპლინას ელიან. ამიტომ მნიშვნელოვანია გვერდით ჰყავდეს ადამიანი, რომელიც მუდმივად მოქმედებისკენ უბიძგებს და აიძულებს, რომ დაწყებული საქმე შუა გზაზე არ მიატოვოს.
ლომი
ლომი ნამდვილი მეფეა და სულის სიღრმეში გულწრფელად სჯერა, რომ მისი უდიდებულესობა მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს.
ზოგჯერ ეს ცეცხლოვანი ნიშნის ბუნება მას მანიპულაციებისა და შანტაჟისკენ უბიძგებს, თუკი ამით მოახერხებს, რომ სასურველი უმოკლეს დროში, დიდი ძალისხმევის გარეშე მიიღოს.
მერწყული
მერწყული შეიძლება მომთხოვნი და კაპრიზული ჩანდეს, თუმცა ზოგჯერ ამისკენ სხვა ადამიანების თვალში სუსტად გამოჩენის შიში უბიძგებს. ზოდიაქოს ამ ნიშანთან კომპრომისის მიღწევა შეუძლებელია - ან ისე მოიქეცით, როგორც მერწყული ითხოვს, ან თვითონ მოიქცევა ისე, რომ თქვენს საქციელს განანებთ.
თევზები
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა არ იციან, რას ნიშნავს პასუხისმგებლობის აღება. მათი ოცნებაა სიამოვნებითა და გართობით სავსე სამყაროში ცხოვრება, სადაც არ არის საჭირო შრომა და ყოფითი პრობლემების მოგვარება.
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თევზები ხშირად ჭირვეულობენ, როცა მუშაობის ან საოჯახო საქმეების კეთების აუცილებლობას აცნობიერებენ და ცდილობენ, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა სხვებს გადაულოცონ.