დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
15 მაისს პლანეტა მერკურმა რეტროგრადული მოძრაობა შეწყვიტა და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. დროა, დამსახურებული ჯილდო და დასვენება მივიღოთ. ასტროლოგები ამბობენ, რომ ივნისის თვე სწორედ გამართლების, იღბლის და ამოსუნთქვის პერიოდი იქნება. თუმცა, ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის მომდევნო თვეს დიდი ცვლილებებისა და გარდაქმნების ეტაპი დაიწყება:
ვერძი
ასტროლოგების თქმით, ვერძის ნიშნის წარმომადგენლებს ივნისის თვეში დიდი იღბალი და მოულოდნელი სიურპრიზი შეხვდებათ. ეს უფრო მეტად ფინანსურ სფეროს ეხება. შესაძლოა, ფულადი ჯილდო, წახალისება, ბონუსი მიიღოთ, რაიმე საქმიდან იმაზე მეტი მოგება ნახოთ, ვიდრე აქამდე; დაგიბრუნონ ვალი, სადმე გაიმარჯვოთ და ასე შემდეგ. ნუ შეგეშინდებათ ახალი წამოწყებების. ახლა ყველა შანსი გაქვთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ. სამყარო თქვენ მიმართ ძალიან გულუხვი და ღია იქნება და უამრავ ახალ შესაძლებლობას მოგცემთ.
მორიელი
მორიელებმა შესაძლოა, მომდევნო თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური წარმატება ნახონ და საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულება შეძლონ. თამამად შეგიძლიათ, ბიზნესი, საკუთარი საქმე, ახალი პროექტი წამოიწყოთ. ყველა მიმართულებით იღბალი და გამართლება გელით. გარდა ამისა, შეძლებთ, რომ საკუთარ შინაგან შფოთვებსა და შიშებს გადახედოთ და აღმოაჩინოთ, რა გიშლით ხელს წარმატებასა და ბედნიერებაში. ივნისი მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იქნება, ბევრ საკითხს გადააფასებთ და ცხოვრებას განსხვავებული კუთხით შეხედავთ.
კირჩხიბი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები სამართლიანად იმსახურებენ, რომ დაისვენონ და წარმატება ნახონ. შესაძლოა, ბოლო პერიოდში ძალიან გადაიღალეთ, სტრესი, შფოთვა და უმოტივაციობა გაწუხებდათ, მაგრამ ივნისის თვეში ბევრი იღბლიანი და ბედნიერი დღე გელით. შესაძლოა, მიიღოთ სარფიანი შეთავაზება, ან მნიშვნელოვანი პარტნიორობა, რომელზედაც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდით. ასტროლოგების თქმით, მომდევნო ორი თვე თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი იქნება. ცხოვრების ყველა სფეროში გაგიმართლებთ და ბედი დიდ საჩუქარს გაგიკეთებთ. გააგრძელეთ კითხვა...
ასევე ნახეთ:
👉 „... გადავრჩი, იმისთვის რომ შენ მყავდე ბედნიერი“ – რას წერს დათო ევგენიძე