ზოდიაქოს 3 ნიშანს 4 ოქტომბრამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

ასტროლოგია

28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე კვირა ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების პერიოდად იქცევა. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ცვლილებები განსაკუთრებით კარიერული და პირადი ცხოვრების მიმართულებითაა გამოკვეთილი:

სასწორი
სასწორებისთვის კვირის მთავარი თემა კარიერა იქნება. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მზად ხართ, შეიცვალოთ თანამდებობა ან პერსპექტიული პროექტი აიღოთ საკუთარ თავზე. ეს პერიოდი შეიძლება, პროფესიული მიმართულების გადახედვისა და ახალი ნაბიჯების გადადგმის მიზეზად იქცეს.

ცვლილებები მოსალოდნელია პირად ცხოვრებაშიც. ურთიერთობაში მყოფ სასწორებს მნიშვნელოვანი და სერიოზული საუბარი ელოდებათ, თუმცა 3 ოქტომბერს დაწყებული ვენერას რეტროგრადული მოძრაობის ფონზე, საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა იჩქაროთ.

ლომი

ლომებისთვის ეს კვირა პროფესიული შესაძლებლობების გამოვლენის პერიოდია. მათ საშუალება ექნებათ, საკუთარი იდეები და შესაძლებლობები უფრო ნათლად წარმოაჩინონ და პროფესიული შედეგებით მეტი ყურადღება მიიპყრონ. განსაკუთრებით ხელსაყრელი შეიძლება, აღმოჩნდეს კვირის დასაწყისი, როდესაც თამამი ინიციატივების გამოჩენა მათთვის სასარგებლო იქნება.

მნიშვნელოვანი ცვლილებები პირად ცხოვრებაშიცაა მოსალოდნელი. ვენერას რეტროგრადული მოძრაობის დაწყებამ შესაძლოა, წარსულიდან ძველი გრძნობები ან დაუსრულებელი ურთიერთობა კვლავ გააქტიუროს. ამიტომ, ლომებს შეიძლება, მიმდინარე კვირაში მოუწიოთ, საკუთარ გრძნობებსა და ურთიერთობის მომავალს თავიდან გადახედონ.

მერწყული
მერწყულებისთვის კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა პროფესიულ სფეროს უკავშირდება. შესაძლოა, მათ ახალი თანამდებობის დაკავების ან განსხვავებულ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მიეცეთ. შესაბამისად, ჩვეულ სამუშაო გარემოში ცვლილება და ახალი მიმართულების გამოცდა რეალურ პერსპექტივად გამოიკვეთება.

ცვლილებები პირად ურთიერთობებსაც შეეხება. შესაძლოა, მერწყულებს პარტნიორთან ემოციური და გულწრფელი საუბარი მოუწიოთ, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებიც აქამდე გადაუჭრელი დარჩა. მარტოხელა მერწყულებმა კი შეიძლება, ყურადღება უკვე ნაცნობ ადამიანს მიაქციონ და ეს ურთიერთობა სხვაგვარად შეაფასონ.

✕