1769540049
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის თებერვალი ოცნებების ასრულების თვე იქნება
თებერვალში ბევრი ადამიანი დაწყებული საქმეების საბოლოოდ დასრულებასა და ცხოვრების განახლებული ეტაპის დაწყებას შეძლებს. ძველი სურვილები, მიზნები კვლავ გააქტიურდება და შესაძლოა, ის, რაც ადრე მიუწვდომელი იყო, ახლა მარტივად გამოგივიდეთ.
ამ თვეში ბევრი ოცნება ახდება, თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს მოულოდნელი სიურპრიზი არ იქნება. ერთგვარი ჯაჭვი გახდება და ადამიანები თავიანთი შრომის, მონდომების შედეგს დაინახავენ.
კუროს, ლომისა და თევზების წარმომადგენლებს, ამ კუთხით, ნამდვილად გამორჩეული პერიოდი ელოდება:
კურო
თებერვალი გაძლევთ შანსს, დაიწყოთ იმ სურვილების განხორციელება, რომლებზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. ეს მოულოდნელი, სპონტანური გადაწყვეტილება არ იქნება. ეს თვე გიბიძგებთ, საბოლოოდ გადადგათ ნაბიჯები და დაიწყოთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ დრო, მოტივაცია, შემართება არ გყოფნიდათ. 2026 წლის ზამთრის ბოლო თვე სტაბილურობის შეგრძნებას მოგცემთ და ზუსტად გეცოდინებათ, რას და რატომ აკეთებთ. ეჭვები კი საბოლოოდ გაქრება.
თებერვალი არა ფეიერვერკის, უეცარი სიხარულის, არამედ გააზრებული ნაბიჯების გადადგმისა და ამ გზით, ოცნებების ასრულების თვეა.
ლომი
თებერვალი თქვენთვის ნამდვილად ოცნებების ასრულების თვეა. შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, მიიღოთ აღიარება, შეთავაზება ან შესაძლებლობა, რომელზეც ოდესღაც მთელი გულით ოცნებობდით და არც კი გჯეროდათ, რომ რეალობად გადაიქცეოდა. განსაკუთრებით წარმატებული იქნება თვითრეალიზაციასთან, კრეატიულობასთან, პიროვნულ ბრენდინგთან და სიყვარულთან დაკავშირებული სურვილები. ბევრი რამ მოხდება იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც თქვენში იმაზე მეტს ხედავენ, ვიდრე ჩვეულებრივ აჩვენებდით.
ეს თვე გაძლევთ შესაძლებლობას, თამამად გამოხატოთ თქვენი იდეები, იყოთ თავდაჯერებული და მიიღოთ ის, რაზეც დიდი ხანია, ფიქრობთ...ვრცლად












