ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომელიც ყველაზე ნაკლებად ეწყობა ერთმანეთს

2 ნიშანი

ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოში ყველაზე ნაკლებად თავსებადი წყვილი არის მშვილდოსანი და კურო - ცეცხლოვანი თავისუფლებისმოყვარე და მიწიერი სტაბილურობის მოყვარული.

ასტროლოგი ევან ნათანიელ გრიმი (Evan Nathaniel Grim) აცხადებს, რომ მშვილდოსანს დიდი იდეების განხილვა და ფილოსოფიურ თემებზე საუბარი უყვარს, მაშინ როცა კურო პრაქტიკულობა და კომფორტი ურჩევნია და ზოგჯერ ზედმეტ საუბარს მნიშვნელოვნად არც მიიჩნევს.

როგორც მიწის ნიშანი, კურო სტაბილურობას, ერთგულებასა და ცხოვრების „მარტივ სიამოვნებებს“ აფასებს. მშვილდოსანი კი მუდმივ მოძრაობას, აზრის გამოთქმას და საზღვრების გაფართოებას ესწრაფვის. სწორედ ეს განსხვავება ქმნის მთავარ კონფლიქტს, ერთს სიმყარე სჭირდება, მეორეს კი თავისუფლება.

კუროს მმართველი პლანეტაა ვენერა - სიყვარულის, ფუფუნებისა და მატერიალური ღირებულებების სიმბოლო. მშვილდოსანს კი იუპიტერი მართავს - გაფართოების, ფილოსოფიისა და „რაც მეტი, მით უკეთესი“ ენერგიის პლანეტა. მათი ენერგიები ფუნდამენტურად განსხვავებულია. 

გრიმის თქმით, პრობლემა განსაკუთრებით იჩენს თავს ერთგულების საკითხში: კურო სრულ ლოიალობას ითხოვს, მაშინ როცა ბევრი მშვილდოსანი მონოგამიასთან სირთულეს განიცდის.

ასტროლოგიური თვალსაზრისით, ამ წყვილმა შეიძლება ძლიერად მიიზიდოს ერთმანეთის განსხვავებულობით, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ეს განსხვავებები იქცევა დაძაბულობის მიზეზად.