ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომელსაც რეტროგრადული მერკურის დროს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება - პლანეტა მერკური რეტროგრადულად 29 ნოემბრამდე იმოძრავებს

ასტროლოგიური პროგნოზი

2025 წლის 29 ნოემბრამდე პლანეტა მერკური რეტროგრადულად იმოძრავებს. ეს საკმაოდ საყურადღებო ასტროლოგიური მოვლენაა და კომუნიკაციასა თუ ყოველდღიურ საქმიანობაში არაერთ დაბრკოლებას ქმნის.

უფრო კონკრეტულად, რეტროგრადული მერკურის დროს კომუნიკაცია გართულებულია, გაუგებრობების, კამათის რისკი იზრდება, ტექნიკური გაუმართაობა გახშირებულია, ამავდროულად, გზებზე შეფერხებებიცაა მოსალოდნელი. გარდა ამისა, ადამიანებს იმ ამოცანების გადაჭრა, რასაც იქამდე უპრობლემოდ აკეთებდნენ, შედარებით უჭირთ და ენერგიის ნაკლებობასაც განიცდიან.

მიუხედავად ნეგატიური გავლენისა, რეტროგრადული მერკური უნიკალურ შანსს გვაძლევს, რომ საკუთარი თავი შევამოწმოთ, წარსულის გაკვეთილები გავითვალისწინოთ და სამომავლო გეგმები დავსახოთ.

აღსანიშნავია, რომ პლანეტა მერკური ინტელექტის, ლოგიკის, აზროვნების, კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის გვეხმარება, ბევრი რამ ვისწავლოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ლოგიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ, საჭირო ინფორმაციას თავი მოვუყაროთ, ეფექტური კომუნიკაცია დავამყაროთ და სასურველი შედეგი მივიღოთ.

ამიტომაც, აღნიშნული პლანეტის რეტროგრადულ მოძრაობაზე ასტროლოგები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ. რეტროგრადული მერკურის დროს ყველა სფერო, რომელსაც ის განაგებს, ფერხდება, გართულებულია კომუნიკაცია, დიდია არასწორი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებისა და შეცდომების დაშვების რისკი. ჩვენთვის ინფორმაციის აღქმა იმაზე რთულია, ვიდრე სხვა პერიოდებში, გვიჭირს სხვადასხვა ამბის გააზრება, ამის გამო კი შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ, რადგანაც არასწორად აღვიქვათ ის, რასაც გვეუბნებიან....ვრცლად