„ყოფილი პარტნიორები დაბრუნდებიან, როგორც სიყვარულში, ასევე ბიზნესში“ - რა ელის სექტემბერში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ჰოროსკოპი

ასტროლოგები აქვეყნებენ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია გავიგოთ, რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 2022 წლის სექტემბერში:

ვერძი

21 მარტი - 20 აპრილი

სამსახურში ახალი შესაძლებლობები და ცვლილებები გელით. თუ ახალ სამუშაოს ეძებთ, განაგრძეთ - გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე და თამამად გადით გასაუბრებაზე. სამყარო სექტემბერში თქვენთვის ნამდვილად ხელსაყრელ პერიოდს ამზადებს. ასევე, არ დაგავიწყდეთ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი და გააკონტროლეთ თითოეული დეტალი. გარდა ამისა, შესაძლოა, ამ თვეში თქვენს ოჯახში ახალი წევრი მოვიდეს და შინაური ცხოველი შეიძინოთ.

კურო

21 აპრილი - 21 მაისი

სექტემბერში მნიშვნელოვანი სასიყვარულო თავგადასავალი გელით. თვის პირველ რიცხვებში შესაძლოა ყოფილი შეყვარებული გამოჩნდეს და ურთიერთობა თავიდან დაიწყოთ. შესაძლოა, ეს პერიოდი ცოტა სტრესული აღმოჩნდეს, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, თვე სასიამოვნო ემოციებითაც იქნება დატვირთული. გაგიჩნდებათ კარიერაში ახალი შესაძლებლობა და შემოქმედებითი პოტენციალი.

ტყუპები

22 მაისი - 21 ივნისი

სექტემბერში წინა პლანზე საყოფაცხოვრებო და ოჯახური საქმეები გადმოვა. შესაძლოა ნახოთ ნათესავები, რომლებიც დიდი ხანია, არსად შეგხვედრიან ან კიდევ ბინასთან, ქონებასთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული სირთულეები. ეცადეთ, ყველაფერზე კარგად დაფიქრდეთ და კონფლიქტური სიტუაცია არ შექმნათ. გარდა ამისა, თუ ბინის შეძენას გეგმავთ, ამისთვის სექტემბრის პირველი კვირა გამოიყენეთ, მერე შესაძლოა რეტროგრადულმა მერკურმა უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

კირჩხიბი

22 ივნისი - 22 ივლისი

სექტემბერში ბევრ სხვადასხვა საბუთთან და დოკუმენტთან მოგიწევთ ურთიერთობა და შესაძლოა, მნიშვნელოვანი კონტრაქტი, გარიგება გააფორმოთ. ეს თვე ძალიან სასარგებლოა ახალი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად. თუ დიდი ხანია, ავტოსკოლას გინდათ მიაკითხოთ და მართვის მოწმობა აიღოთ, სექტემბრის პირველი კვირა ამისთვის შესანიშნავია.

ლომი

23 ივლისი - 22 აგვისტო

სექტემბერი თქვენთვის ფინანსური შესაძლებლობების თვეა. იგრძნობთ დიდ ენერგიასა და საბრძოლო განწყობას. შეგიძლიათ, წარმატებას მიაღწიოთ როგორც სამსახურში, ასევე საკუთარ ბიზნესში, იპოვოთ საქმე ნახევარ განაკვეთზე და დამატებითი შემოსავალი მიიღოთ. პირად ურთიერთობებშიც ბევრი სიახლე გელით და სექტემბერი ამ კუთხითაც შესაძლოა ცვლილებების თვე აღმოჩნდეს. დაკავდით სპორტით და გადახედეთ კვების რაციონს, რომ ეს პოზიტიური ენერგია შეინარჩუნოთ.

ქალწული

23 აგვისტო - 23 სექტემბერი

სექტემბერში საუკეთესო დროა, რომ იმიჯი შეიცვალოთ, იფიქროთ ვარცხნილობის განახლებაზე, მიაკითხოთ კოსმეტოლოგს და სასურველი გამაჯანსაღებელი პროცედურა ჩაიტაროთ. გარდა ამისა, ამ თვეში ყველა შესაძლებლობა გექნებათ, რომ კარიერასა და ბიზნესში ბევრად უფრო დაწინაურდეთ და წარმატებას მიაღწიოთ.

სასწორი

24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი

იმისათვის, რომ ოქტომბერში წარმატებას მიაღწიოთ, სექტემბერში ასტროლოგები გირჩევენ, რომ ყველა წარსულის ურთიერთობა თუ თავსატეხი საბოლოოდ გადაჭრათ და ახალი ენერგიით განაგრძოთ ცხოვრება. ყოფილი პარტნიორები დაბრუნდებიან, როგორც სიყვარულში, ასევე ბიზნესში და მზად იყავით, წინასწარ დაფიქრდით, რა გსურთ და საბოლოოდ გადაჭერით ეს საკითხი. სექტემბერი ხელსაყრელი თვეა ახალი ცოდნის მისაღებად და აუცილებლად სცადეთ, ჩაეწერეთ კურსებზე, მიიღეთ ახალი შესაძლებლობა, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

მორიელი

24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი

სექტემბერში ახალ წრეში მოხვდებით, ახალ ადამიანებს გაიცნობთ და დამეგობრდებით. არ თქვათ უარი წვეულებებზე, გასეირნებაზე, რადგანაც ძალიან დიდი შანსია, რომ იქ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე უდიდეს გავლენას მოახდენს. სექტემბერში ახალი სასიყვარულო თავგადასავალი და მნიშვნელოვანი პროექტები გელით. გარდა ამისა, შესაძლოა შეხვდეთ თანაკლასელებს, კურსელებს და სასიამოვნო განწყობა შეიქმნათ.

მშვილდოსანი

23 ნოემბერი - 22 დეკემბერი

მშვილდოსნებს სექტემბერში შესანიშნავი კარიერული შესაძლებლობა ეხსნებათ. ამ თვეში წარმატება გარანტირებული გაქვთ და თქვენი ნებისმიერი წამოწყება სასარგებლო შედეგით დასრულდება. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ კონკურენტულ გარემოში არ დანებდეთ, უარი არ თქვათ ახალ შესაძლებლობაზე, ნეგატიურ ემოციებს არ აჰყვეთ. შესაძლოა სამსახურში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თქვენთვის ხელის შეშლას გადაწყვეტენ, მაგრამ არ ინერვიულოთ, თქვენი ენერგია და ბრძოლის უნარი შედეგს ბოლომდე მიგაღწევინებთ.

თხის რქა

23 დეკემბერი - 20 იანვარი

სექტემბერი განათლებისა და ახალი ცოდნის მიღებისთვის ყველა შესაძლებლობას გაძლევთ და ახლა თამამად შეგიძლიათ საბოლოოდ დაიწყოთ იმის შესწავლა, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ დრო, ენერგია, მოტივაცია არ გყოფნიდათ. გარდა ამისა, თუ სასამართლო დავა გაქვთ, ამ თვეში პრობლემის თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტას მოახერხებთ, გელით სასიამოვნო მოგზაურობა და ახალი თავგადასავალი.

მერწყული

21 იანვარი - 19 თებერვალი

სექტემბერი ახალ ფინანსურ შესაძლებლობებს გაძლევთ. გაგიჩნდებათ დამატებითი შემოსავალი, შესაძლოა თქვენი მეორე ნახევარიც დააწინაურონ. თუ ურთიერთობაში არ ხართ, სექტემბერში შესაძლოა მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ. ამ თვეში უფრო მეტი კომუნიკაცია და მეგობრებთან ერთად გართობა გელით. ეწვიეთ სხვადასხვა ღონისძიებას, შემოქმედებით საღამოებს და დამატებით მოტივაციასაც მიიღებთ.

თევზები

20 თებერვალი - 20 მარტი

სექტემბერში იმაზე მეტად იქნებით სოციალურად აქტიური, ვიდრე როდისმე. თვის დასაწყისში საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, შუა რიცხვებისკენ კი ზუსტად მიხვდებით, ვისთან ღირს მეგობრობის, კომუნიკაციის გაგრძელება და ვისთან - არა. თუ აგვისტოში რაიმე ფორმის დაძაბულობა, კონფლიქტი გქონდათ, ახლა შეგიძლიათ, დაპირისპირება მშვიდად გადაჭრათ. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, მაშინ მეორე ნახევართან ერთად ბევრი სასიამოვნო ემოცია და თავგადასავალი გელით.