მშენებლობა დასრულდა - სურამის შემოვლითი გზა 16 აგვისტოს გაიხსნება
1755277768
ფულთან დაკავშირებით არსებობს წესები, რომლებიც ზუსტად ერგება ასტროლოგიურ პარამეტრებს, მათი დაცვა კი ერთგვარ პრიორიტეტს მოგანიჭებთ. ფულის სწორად შენახვა-გადანაწილება და საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის სწორად მოწყობა დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და უკეთესი მომავლის დაგეგმვაში.
ფულს უყვარს, როცა ლამაზ საფულეში ინახავენ და უფრთხილდებიან. არ უყვარს, როცა უდიერად ექცევიან და ჯიბეში იკუჭავენ. ფული გრძნობს ადამიანის მისადმი დამოკიდებულებას. ამიტომ, როგორც ყველაფერი სამყაროში, ფულიც იმისკენ მიილტვის, ვისაც ის უყვარს, მისი ფასი იცის, სწორად და სუფთად ინახავს. ფულს აქვს მენტალური სხეული და სწორედ ამის მეშვეობით გრძნობს, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ. თუ თქვენთვის ფული სიამოვნების, სიხარულის, თავისუფლების, ძალაუფლების, სიმშვიდისა და სტაბილურობის მომტანია და არა უბრალოდ ქაღალდი ან მეტალი, მაშინ ის თქვენდამი კეთილგანწყობილი იქნება.
თუ თქვენ ხშირად წუწუნებთ მის ნაკლებობაზე ან ტრაბახობთ, რომ საფულეში ფული სულ გაქვთ, ამით მის ენერგიას ასუსტებთ. ფულს უყვარს, როცა მას თავისი ადგილი აქვს, ამიტომ, შეარჩიეთ ლამაზი საფულე, ახალ მთვარეზე კი ამოიღეთ იქიდან ფული და დაანახვეთ მთვარეს, რადგან ამით მას უფრო მეტად მოიზიდავთ. არ გირჩევთ, მისი განკარგვა სხვას მიანდოთ, რადგან ფულმა გაბრაზებაც იცის. ნუ იტყვით კონკრეტულ თანხაზე, ეს შავი დღისთვის მაქვს გადანახულიო, არც სხვას დაათვლევინოთ ის. თუ თქვენს ფინანსებს სხვას დაათვლევინებთ, იცოდეთ, რომ ფულის ენერგიის ნაწილს ის ითვისებს.
ფული არ ისესხოთ ისეთი ადამიანისგან, ვისაც კარგად არ იცნობთ. ჯობია, ის ახლობელს გამოართვათ. ფულის სესხება კარგია ახალი მთვარის შემდეგ, პირველ კვირაში, მისი დაბრუნება კი სავსე მთვარის შემდეგ ჯობია. ფული ისესხეთ დღისით, მზის ჩასვლამდე, რომ მერე მისი დაბრუნება არ გაგიჭირდეთ.
თუ ფინანსებთან ერთად, პირად ცხოვრებაშიც წარუმატებელი ხართ, მაშინ თავად უნდა იზრუნოთ და ისე მოიქცეთ, რომ ამ ორი სფეროს – მატერიალურისა და სიყვარულის ენერგეტიკა გააძლიეროთ... ნახეთ ვრცლად