როგორი ამინდი იქნება 3 იანვრამდე - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1735756464
2024 წელი დასასრულს უახლოვდება. 2025 წელს კი ბევრი ადამიანი უკეთესი დღეების იმედით ხვდება. მომდევნო წელს ასტროლოგები ტრანსფორმაციისა და ცვლილებების წელს უწოდებენ.
2025 წელი ბევრ ადამიანს არაერთ სიახლეს უმზადებს. თუმცა, რეტროგრადული მერკურის, სატურნისა და ნეპტუნის გავლენით, ზოგიერთი ადამიანისათვის ცხოვრების სრულიად ახალი, განსხვავებული ერა დაიწყება და 2025 წელს გექნებათ შესაძლებლობა, არაერთი ცვლილება დაგეგმოთ.
2025 წლის ასტროლოგიურ პროგნოზზე ასტროლოგმა მარიამ შუკაკიძემ „იუთუბის“ არხზე ისაუბრა.
„2043 წლის ჩათვლით პლუტონი, რომელიც თაობებს განაგებს, შევიდა მერწყულში. უკვე ვხედავთ ამის გავლენას, ეს არის აჯანყება, პროტესტი, რევოლუცია. 2025 წელს კი არ შენელდება პროტესტის ტალღა პლანეტაზე, პირიქით.
2025 წელს დიდი მისია აკისრია კაცობრიობისთვის, ეს არის მინი ეპოქის დასასრული. დიდი გამოწვევების, დაბრკოლებების გადალახვის წელი იქნება. დედამიწა ნელ-ნელა გადავა სამიდან მეხუთე განზომილებაში. ვიბრაციები პლანეტის იზრდება, ამაზე შუმანის ტალღები მეტყველებს. პლუტონის გადასვლა მერწყულში ცვლის პლანეტაზე ფასეულობებს, წინა პლანზე წამოვა ერთიანობა, ჰუმანურობა, რაც პოლიტიკას შეეხება და ცნობიერების ამაღლება.
2025 წელს ძალიან აქტუალური თემა იქნება კონტაქტი უცხოპლანეტელებთან. კაცობრიობამ უნდა აირჩიოს ვექტორი, საით წავლენ. იქნება ისევ ომები, ან გაერთიანება და ბრძოლა პლანეტის აღორძინებისთვის“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.