გერმანიაში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა

გერმანია

ახალი წლის ღამეს გერმანიაში პიროტექნიკისგან შემთხვევით მიღებული დაზიანებით ქვეყნის მასშტაბით ხუთი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანიის მთავრობამ ასევე დაგმო ახალი წლის ღამეს მომხდარი ინციდენტების სერია, რომლის დროსაც პოლიციელებსა და მეხანძრეებს პიროტექნიკის გამოყენებით თავს დაესხნენ.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ბერლინში 30 პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდა. მომხდარის გამო, პოლიციამ 400 ადამიანი დააკავა. გერმანიის დედაქალაქში შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად ასობით პოლიციელია მობილიზებული.