„კოსმიური შტორმი იქნება“ - ასტროლოგის გაფრთხილება

ასტროლოგი

მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ საუბრობს და საზოგადოებას აფრთხილებს.

„ამ კვირას შეიძლება კოსმიური შტორმი ვუწოდოთ. ამ თვეში ეს კვირა ალბათ, ყველაზე რთულია, დაძაბულია. თქვენ თვითონ შეატყობთ ირგვლივ, ადამიანებში ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობა მოიმატებს. ყველა გახდება ცოტა დაძაბული, აგრესიული. ყველას ვთხოვთ, მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, გამოთქმებს. 

ამ კვირაში მნიშვნელოვანი მოვლენები გვაქვს. რამდენიმე პლანეტა მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის: ვენერა - კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართულია პოეზიაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ისტორიაში, ეთნოგრაფიულ სფეროში, საბანკო ეკონომიკურ სფეროში, ბევრი წარმატება ექნებათ ფინანსური კუთხით“, - ამბობს ცაგარელი.