წყალი 11 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1773770627
ახალი კვირა მერკურისა და იუპიტერის ჰარმონიული ტრიგონით დაიწყება. აღნიშნული ასპექტი ბევრს საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენაში, ასევე ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
ეს პერიოდი ტყუპების, ქალწულის, მშვილდოსნის, თევზებისა და კირჩხიბისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება. მორიელები, თხის რქები და მერწყულები ოპტიმიზმსა და შთაგონებას იგრძნობენ, რაც მათ ცხოვრების მრავალ სფეროში წარმატების მიღწევაში შეუწყობს ხელს, ხოლო კუროები და სასწორები მცირე, სასიამოვნო დასვენებას შეძლებენ. ვერძები და ლომები სწავლასა და უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტებში განსაკუთრებით ეფექტიანები იქნებიან.
სამშაბათს ვენერასა და პლუტონის სექსტილი რომანტიკულ სფეროში პოზიტიურ ტენდენციებს შემოიტანს. გარდა ამისა, იგი ისეთი თვისებების რეალიზებაზე გაამახვილებს ყურადღებას, როგორებიცაა დიპლომატია, დაგეგმვისა და კონტროლის უნარი. სასწორების, კუროებისა და თევზების პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის ხელის თხოვნის შეთავაზებებიც იგეგმება. ვერძები, ლომები და მორიელები პირადი გავლენის გაძლიერებით დაკავდებიან, ხოლო მშვილდოსნები, მერწყულები და თხის რქები იურიდიულ საქმეებსა და მოლაპარაკებებში წარმატებას მიაღწევენ.
11 მარტს იუპიტერი რეტროგრადულ მოძრაობას დირექტიულით შეცვლის, რაც კონფლიქტების მოგვარებას, დავების ჰარმონიულად გადაჭრას, ასევე ტალანტებისა და შესაძლებლობების გამოვლენას დაუდებს სათავეს. შთაგონება და ძალების მოზღვავება მშვილდოსნებს, თევზებს, კირჩხიბებსა და ყველას თან სდევს, ვის ჰოროსკოპშიც იუპიტერი ძლიერ პოზიციას იკავებს. როგორც წესი, ამ პერიოდში ჩვენ სწავლაში, უცხო ენების ათვისებაში, პედაგოგიურ მოღვაწეობასა თუ ბიზნესში წარმატებულები ვართ. შემეცნებითი მიზნით მოგზაურობა, ფინანსური საქმიანობა და სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართვაც შეიძლება.
კვირა მერკურისა და მარსის შეერთებით დასრულდება - ეს რთული ასტროლოგიური ასპექტია, რომელიც ჩვენგან დიდ ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს. ფიზიკური ტრავმების რისკი იზრდება. ვერძები, თხის რქები და მორიელები განსაკუთრებულ გაღიზიანებას გამოავლენენ, ხოლო ტყუპები და ქალწულები გარშემომყოფთა ნებისმიერი რჩევის მტრულად მიღებისკენ იქნებიან მიდრეკილნი. კუროები და კირჩხიბები ნეგატიურ ენერგიას ფიზიკურ აქტივობასა და სპორტში მიმართავენ, რითაც თავს ბევრი პრობლემისა და კონფლიქტისგან დაიცავენ. ლომები და მშვილდოსნები კონკურენციას შეეჯახებიან, ხოლო სასწორებსა და მერწყულებს მოგზაურობის, განსაკუთრებით კი ავტომობილის მართვის შემთხვევაში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.
უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 9-15 მარტის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ვერძებისთვის მოცემული კვირა, მოკრძალებისა და დიპლომატიის გამოვლენის შემთხვევაში, წარმატებულად წარიმართება. ბევრ მათგანს სასიყვარულო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მოვლენები, მატერიალურ სფეროში კი შემოსავლების გაზრდის რეალური შანსები ელოდება. საკუთარ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება დასვენების დღეებში უნდა დაუთმოთ და სპეციალისტთან საკითხების გადამოწმება აღარ უგულებელყოთ.
კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
კუროები კვირის პოზიტიური ასტროლოგიური ასპექტებიდან დიდ სარგებელს მხოლოდ სიზარმაცისა და ინერტულობის დაძლევის შემთხვევაში მიიღებენ. ზოგიერთი მათგანი პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და პარტნიორებთან არსებული გაურკვევლობების აღმოფხვრას შეძლებს. დასვენების დღეებში ბევრ თქვენგანს ახლობლებისგან მოულოდნელი საჩუქრები ან სიურპრიზები გაახარებს.
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
ტყუპები კვირის მოვლენებიდან ბევრ სასარგებლო გამოცდილებას მიიღებენ, თუ შემოსულ ინფორმაციას ყურადღებით გააანალიზებენ და მეგობრულ რჩევებს პოზიტიურად შეხვდებიან. ძველი კონფლიქტებისა თუ გაუგებრობების მოგვარების შესაძლებლობა კვირის პირველ ნახევარში გაჩნდება. სწორედ ამ პერიოდში სამუშაო ადგილის შეცვლის ან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივებიც გამოიკვეთება.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
კირჩხიბები ამაღლებულ განწყობას შეინარჩუნებენ და მას უახლოეს ადამიანებსაც სიამოვნებით გაუზიარებენ. ის საქმეებიც კი წარმატებით დასრულდება, რომლებიც ადრე დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, მატერიალური კეთილდღეობა კი სტაბილურად გაიზრდება. განსაკუთრებული შესაძლებლობები მათ გამოუჩნდებათ, ვინც პედაგოგიური, საგამომცემლო საქმიანობით ან უცხოურ კომპანიებთან დაკავშირებული ბიზნესით არის დაკავებული.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
ლომები პოპულარობისა და კარიერული ზრდის გზაზე პოზიციების განმტკიცებას, ამასთანავე პირად ურთიერთობებში ჰარმონიის მიღწევას შეძლებენ. ნიშნის თავისუფალ წარმომადგენლებს თავბრუდამხვევი რომანების დაწყების ყველა შანსი ეძლევა. მოულოდნელი ფულადი შემოსავალი დაუგეგმავი, სასიამოვნო შოპინგის საშუალებას მოგცემთ. კვირას მთელი თქვენი დიპლომატიური ნიჭის გამოყენება მოგიწევთ, რომ არასასურველ კონფლიქტებსა და დაპირისპირებებს თავი აარიდოთ.
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
ქალწულები პროფესიულ სფეროში დიდი ხნით შეჩერებული საქმეების ადგილიდან დაძვრასა და რომანტიკულ ურთიერთობებში სიახლეების დანერგვას შეძლებენ. სამომავლო გეგმების დასახვასაც თავდაჯერებულად დაიწყებთ. მატერიალურ სფეროშიც პოზიტიური ამბები და საინტერესო პერსპექტივები გელოდებათ...ვრცლად