ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი ტომოგრაფიის შესახებ მიმართვას ავრცელებს
1768757665
გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბაილმა, ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს, გამოიყენოს საპასუხო ზომების მთელი თავისი არსენალი, რათა წინ აღუდგეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მომავალ მუქარებს.
„ევროპელებმა ნათლად უნდა განაცხადონ, რომ ზღვარი მიღწეულია. არსებობს სამართლებრივად დადგენილი ინსტრუმენტების ნაკრები, რომლითაც შესაძლებელია ეკონომიკურ შანტაჟს მტკივნეული ზომებით ვუპასუხოთ; ჩვენ ახლა მათი გამოყენების შესაძლებლობა უნდა განვიხილოთ“, - აღნიშნა ლარს კლინგბაილმა.
გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა 10%-ით გაზრდის ტარიფებს ევროპულ საქონელზე, თუ ბლოკი კვლავაც შეეწინააღმდეგება მის მცდელობებს გრენლანდიაზე კონტროლის დამყარებასთან დაკავშირებით.