როგორ შეცვალოთ საბედისწერო კარმა - რჩევები ეზოთერიკოსისგან

კარმა

დღეს თუ „კარმის“ შესახებ იკითხავთ, უმეტესობა თამამად გაგცემთ პასუხს, რომ ყველა ადამიანს თავისი კარმა აქვს და მთელი ცხოვრება მის მიხედვით უნდა გაიაროსო.

ამ საკითხზე „თბილისელებს“ ეზოთერიკოსი ესაუბრა.

იგი გვირჩევს, როგორ უნდა შეცვალოთ საკუთარი აზრი, სიტყვა და ქმედება, რომ საბედისწერო კარმის გამოსწორება შეძლოთ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა კარმის შეცვლა, ეზოთერიკოსი პასუხობს:

„დიახ და შეგიძლიათ, მისი შეცვლა ახლავე დაიწყოთ, რისთვისაც საკმარისია, მხოლოდ სამი რამ შეცვალოთ - საკუთარი აზრები, სიტყვები და რა თქმა უნდა, მოქმედება. ფიქრი, აზრი შეიძლება შეცვალოთ მხოლოდ ცნობიერების საშუალებით, მათ შორის, მედიტაციით ან ფსიქოლოგთან თუ ფსიქოთერაპევტთან მუშაობით. თუმცა, სხვისი დახმარების გარეშეც შეგიძლიათ, შეწყვიტოთ გამუდმებით ცუდზე ფიქრი, არ ჩავარდეთ აპათიაში და ნურავისი შეგშურდებათ; არ შეურაცხყოთ სხვები და ნურც მათთან გაჯიბრებას დაიწყებთ;

შეცვალეთ ნეგატიური დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის, შეხედულებების მიმართ და საერთოდ, მოიცილეთ ყველაფერი, რაც კი ხელს უშლის თქვენს ნათელ, სითბოთი და სიყვარულით სავსე აზროვნებას. თავიდან მოიშორეთ ფიქრები უკეთურ საქციელსა და სხვისთვის ზიანის მიყენების განზრახვაზე. როცა მოახერხებთ და საკუთარ ფიქრებს, აზრებს შეცვლით, შეცვალეთ სიტყვებიც. აღარ იხმაროთ უცენზურო სიტყვები, მოეშვით სხვის შეურაცხყოფას, არ გაიმეოროთ ფრაზები, რომლებიც თქვენს წარუმატებლობას, უფერულ ცხოვრებასა და ბოროტ გარემოს დააპროგრამებს. შეწყვიტეთ ტყუილები, ცილისწამება, ჭორაობა. მეტყველებიდან ამოიღეთ სიტყვები, რომლებიც მხოლოდ ბოროტებასა და ნეგატივს იწვევს... აი, მიაღწიეთ იმას, რომ შეცვალეთ თქვენი აზრები და სიტყვები? - ეს უკვე ასახვას თქვენს ქმედებებზეც ჰპოვებს და იწყება ცვლილებები. ამ ყველაფრის თვალყურის დევნება და მასში კორექტივების შეტანა, შეგიძლიათ ახლავე. მოიქეცით კარგად და ემსახურეთ კეთილ საქმეებს, გასწიეთ ქველმოქმედება, ნუ გააბრაზებთ უმცროს ძმებსა და ირგვლივ მყოფთ, ნუ იქნებით სხვაზე დამოკიდებული და ნურც სხვისას მიითვისებთ რამეს, პატივი ეცით დედ-მამასა და წინაპრებს, არ იმრუშოთ... და როცა თავად შეიცვლებით, შეამჩნევთ, თანდათან როგორ იცვლება თქვენ ირგვლივ ყველაფერი. აი ასე, ხომ ნახეთ, არც ისე ძნელია კარმის შეცვლა: შეცვალეთ თქვენი და თქვენი შთამომავლების მომავალი!“,- ამბობს ეზოთერიკოსი.

იგი ასევე ე.წ. ცუდი კარმის მნიშვნელობასაც ხსნის.

„ცუდი კარმა მაშინ ფორმირდება, თუ სამყაროს დამანგრეველი ძალის გჯერა ან თავად არღვევ მის კანონებს. შედეგად, ასეთი საქციელი უკანვე გიბრუნდება გამანადგურებელი სიტუაციების სახით, მიმდინარე ან შემდეგი ინკარნაციისას. ცუდი კარმა ასევე აისახება თქვენს შთამომავლობასა და მთელ საგვარეულოზე, რომლის შემადგენელიც ხართ ამჯერად მოსვლისას“,- აღნიშნავს იგი.

ნახეთ, ვრცელი მასალა აქ: