„რაც უფრო სისტემური და ორგანიზებულია, მით უფრო სწრაფად ლაგდება თქვენი ცხოვრება...“ - რას წერს ასტროლოგი რამაზ გიგაური

რამაზ გიგაური

რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში საზოგადოებას სხვადასხვა სასარგებლო რჩევას ხშირად უზიარებს. ამჯერად, ასტროლოგი, ჰარმონიული ცხოვრების შესაქმნელად, ქმედების მნიშვნელობაზე წერს.

„ყველა ქმედება - არის კარმა.
თქვენი არცერთი ქმედება არ შეიძლება იყოს უმიზნო და გაუცნობიერებელი.
რაც უფრო სისტემური და ორგანიზებულია, მით უფრო სწრაფად ლაგდება თქვენი ცხოვრება.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აზროვნებაც - ქმედებაა.
> აზრი (მენტალური სივრცე);
> სიტყვა (ვერბალური სივრცე);
> ემოცია (ასტრალური სივრცე);
> ქმედება (ფიზიკური სივრცე).
დაიწყეთ აზროვნებიდან.
ასე, ნელ-ნელა გახადეთ აზრი, სიტყვა, ემოცია და მოქმედება - ის პატარა ქვები, რომლითაც თქვენს ჰარმონიულ ცხოვრებას აშენებთ“,  - წერს რამაზ გიგაური.