„რატომ ცხოვრობს ადამიანების 99% სხვისი ცხოვრებით?...“ - რამაზ გიგაური

რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად ასტროლოგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ადამიანებზე საუბრობს:

„რატომ ცხოვრობს ადამიანების 99% სხვისი ცხოვრებით? ჩვენ სულ ვეძებთ „წარმატების ფორმულას“, ვეძებთ მაგიურ გზებს, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო მარტივი და ამავდროულად, მტკივნეულია.

ეს არ არის მედიტაცია. ეს არ არის „პოზიტიური აზროვნება“. ეს არის ფსიქოლოგიური ინსტრუმენტი (დადასტურებული ჰარვარდისა და სტენფორდის კვლევებით), რომელიც გაიძულებს, შეწყვიტო თავის მოტყუება და დაიწყო რეალური ცხოვრება“, - წერს რამაზ გიგაური.