რას მოვერიდოთ და რისთვის ვიყოთ მზად - 23-29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით, ფრთხილად ვიყოთ:

23 სექტემბერი
ეს დღე შეგახსენებთ, რომ საკუთარი მიზნებისაკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის დროა! ეჭვები, შიშები უკან დატოვეთ და დაიწყეთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ მოტივაცია არ გყოფნიდათ. მიანიჭეთ საკუთარ თავს თავისუფლება და ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ. მცდელობა შედეგს აუცილებლად გამოიღებთ. ამიტომაც, თუ კვებითი ჩვევების შეცვლა, ვარჯიშის დაწყება, რაიმე საქმის განხორციელება, სასწავლო პროექტებში ჩართვა, ადამიანებთან კომუნიკაციის განახლება და ურთიერთობების დალაგება გსურთ, ამ დღის ენერგია ნამდვილად გამოგადგებათ. 

24 სექტემბერი
იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყოს, ძველს საბოლოოდ უნდა დაემშვიდობოთ. ეს დღე მოძველებული ურთიერთობების დასრულების დროა. ასევე, გადაყარეთ, სახლიდან გაიტანეთ ან გაასხვისეთ ყველაფერი, რაც თქვენთვის ზედმეტი და არასაჭიროა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ გზით სახლში ახალ ენერგიას შეუშვებთ და მიზნების მიღწევას ბევრად მარტივად შეძლებთ.

25 სექტემბერი

ნუ იჩქარებთ და ნუ გადაწყვეტთ, რომ ყველაფერს, რაც აქამდე არ მოგწონდათ, ერთ ან რამდენიმე დღეში გამოასწორებთ. გახსოვდეთ, რომ ცვლილებებისათვის დრო, მონდომება და შრომისმოყვარეობაა საჭირო. თუ იმპულსურად იმოქმედებთ, კიდევ უფრო მეტ შეცდომას დაუშვებთ. ეს დღე დაგაფიქრებთ, რომ ხშირად აჩქარებასა და გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს უარეს შედეგებამდე მივყავართ.

26 სექტემბერი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე კვირის ყველაზე იღბლიანი დღეა. მეტიც, აღნიშნულ დღეს წარმატებისკენ ყველა კარი იღება და თითოეულ ადამიანს აქვს შანსი, სასურველ შედეგს მიაღწიოს, შინაგანი ჰარმონია და წონასწორობა აღმოაჩინოს. ამიტომ, შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. თამამად დაგეგმეთ და განახორციელეთ ყველაფერი, რაზეც ოცნებობთ... ვრცლად