ეკლესიის მსახური გირჩევთ, რა უნდა გააკეთოთ გაღვიძების მერე, თუ გარდაცვლილი დაგესიზმრათ
1765829933
შაბათს, 20 დეკემბერს ახალმთვარეობაა. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამ დღესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან რეკომენდაციას ავრცელებს.
„ეს კვირა უარყოფითი ენერგოველის მატარებელია. შემდეგი კვირიდან, დედამიწა გადასვლას დაიწყებს პოზიტიურ ენერგოველში, ამიტომ სასიკეთო შესაძლებლობები შემდეგი კვირიდან მეტი იქნება. ეს კვირაც გავიაროთ ცოტა მეტი ყურადღებით და ფრთხილად. კონფრონტაციას მაქსიმალურად მოვერიდოთ. შაბათს, მშვილდოსნის ზოდიაქოში ახალმთვარეობაა. მზე და მთვარე ერთმანეთს ხვდებიან და მათ შორის, მშვილდოსანში დიდი ბრძოლა მიდის.
შაბათი გავიაროთ ფრთხილად, არაფერი ახალი, მნიშვნელოვანი, სარისკო არ დაგეგმოთ - არავითარი ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები, მათი უმრავლესობა არ იმუშავებს. ჯანმრთელობას გაუფრთხილდით, განსაკუთრებით მშვილდოსნის სუსტი ზონებია ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. კვებას მიაქციეთ მაქსიმალური ყურადღება.
ამავდროულად, ტრანსპორტთან იყავით ფრთხილად. მშვილდოსანს სწრაფი სიარული უყვარს.
შაბათს, ახალმთვარეობას გავდივართ მშვიდად: იუმორი, სასიკეთო, ურთიერთობები, ხელოვნების ფართო სპექტრთან ურთიერთობა, კარგი წიგნი, კარგი მუსიკა და ა.შ. ილოცეთ, დალოცეთ ყველა,“ - ამბობს ცაგარელი.