იმისთვის, რომ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი იყოს მაქსიმალური, მიღებულია გადაწყვეტილება საბაჟო და შსს-ს სტრუქტურების ერთობლივი მოქმედებისა - დავით მათიკაშვილი ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის პრევენციის და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივ ცენტრზე

 დავით მათიკაშვილი

საქართველოში ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი იქმნება. შესაბამისი ცვლილებები შედის "საბაჟო კოდექსში". ცენტრთან ერთად, შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფებიც.

მმართველ გუნდში ცვლილების მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური კონტროლი უნდა იყოს.

"საქართველო, თავისი ბუნებრივი მდებარეობიდან გამომდინარე, წარმოადგენს გარკვეულ ტრანზიტულ ცას და ხშირად ეს ტრანზიტი ასევე არის მცდელობა იქნეს გამოყენებული არა კეთილი მიზნებით და საქართველო იქნეს გამოყენებული ნარკოტიკის გადატანის-შემოტანის ადგილად და ა.შ. იმისთვის, რომ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი იყოს მაქსიმალურად დაცული, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, როგორც საბაჟო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული სტრუქტურების ერთობლივი მოქმედებისა, რომლებიც ერთობლივად, მაღალი ხარისხით შეძლებენ ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას, გაკონტროლებას შემოტანილი ტვირთებისა", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.