ის ფაქტი, რომ ემიგრანტების ხმათა რაოდენობა არის მინიმალური პროცენტი საერთო ჯამურ რაოდენობაში, აცლის ოპონენტებს არგუმენტს, თითქოს ეს იყო პოლიტიზირებული გადაწყვეტილება - ნინო წილოსანი საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებაზე

ნინო წილოსანი

კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელსაც მიმდინარე კვირაში მხარს დაუჭერენ, საარჩევნო კოდექსს ეხება. კოდექსში შესატანი ერთ-ერთი ცვლილება, უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება. სიახლის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.

მმართველი გუნდი თვლის, რომ აღნიშნული ცვლილება საჭიროა, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების დაცვა უარყოფითი გავლენისგან ვერ ხერხდება. ცვლილებები მიუღებელია ოპოზიციისთვის.

"ვფიქრობ, რომ ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა დიდი პასუხისმგებლობით უდგება საკუთარი ქვეყნის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს და მიუხედავად იმისა, რომ მათი არჩევნებში მონაწილეობის პროცედურები იცვლება და მათ მოუწევთ საქართველოში ჩამოსვლა მონაწილეობისთვის, ისინი ძალიან გააზრებულად და პასუხისმგებლობით უყურებენ და ის ფაქტი, რომ ემიგრანტების ხმათა რაოდენობა არის მინიმალური პროცენტი საერთო ჯამურ რაოდენობაში, აცლის ოპონენტებს არგუმენტს, თითქოს ეს იყო პოლიტიზირებული გადაწყვეტილება", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი