რა (არ) უნდა გააკეთოთ, როცა ცაზე მთვარე არ ჩანს - ასტროლოგის გაფრთხილება

მთვარე

დღეებს, როდესაც მთვარე არ ჩანს ცაზე (2 დღით ადრე ახალმთვარეობამდე და ასევე მომდევნო 2 დღე, ანუ 29-ე, 30-ე, 1-ლი და მე-2 მთვარის დღეები)- ჰეკატეს დღეებს უწოდებენ. ასტროლოგი ხათუნა ნოელი განმარტავს ამ დღეების მნისვნელობას და ავრცელებს რეკომენდაციას რა (არ) უნდა გააკეთოთ მაშინ, როცა ცაზე მთვარე არ ჩანს.

ხათუნა ნოელი: ზოგიერთი აქ მე-15 მთვარის დღესაც მიათვლის, რაც არანაირად არაა სწორი, რადგან ეს დღეები დაკავშირებულია მთვარის ბნელ მხარესთან, (რომელსაც ლეგენდის თანახმად, მართავს ქალღმერთი ჰეკატე, მაგიის, შხამის, ღამის, ზღურბლების, საზღვრებისა და გზაჯვარედინების ქალღმერთი.) მე-15 დღე კი სავსემთვარეობაა და ღამის მნათობი მთელი თავის მშვენებით ჩანს. ადვილი მისახვედრია, რომ ეს დღეები ბნელ და ბოროტად ითვლება.

ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ჰეკატე ბერძნულამდე თავდაპირველად თრაკიული ან ზოგი ვერსიით კი ანატოლიური, მთვარისა და მარადიული ახალგაზრდობის მფარველი ქალღმერთი იყო. შესაძლოა, ის იყოს იშთარის სახეცვლილებაც.

როგორიც არ უნდა იყოს ჰეკატეს წარმომავლობა, ელინურ ხანაში ის მთვარის ღვთაებიდან ქვესკნელის დედოფლად გადაიქცა. ჰეკატე სამბუნებოვან ქალღმერთად გამოსახავდნენ ხოლმე. (სამ ახალგაზრდა ქალად, ლამაზი სახეებით) მაგრამ ასევე მას ასახავდნენ როგორც ახალგაზრდა გოგოს, ქალს და მოხუცს, რომელსაც ექვსი ხელიდან ერთ-ერთში ყოველთვის უჭირავს ჩირაღდანი. სხვა ხელებში ვხედავთ გველებს, გასაღებებს, ხანჯლებს, თოკებს, ბალახებს და საიდუმლო ნივთებს.

ჰეკატას ზოგჯერ გამოსახავდნენ გველის კიდურებით. თუმცა, გველი არ იყო ჰეკატესთან დაკავშირებული ერთადერთი არსება. მას ჰყავდა ორი დემონური ძალის მქონე ძაღლი, რომლებიც ასრულებდნენ მის ბრძანებებს. მას ეკუთვნოდა ყველა სახის მცენარეული შხამიც. ჰეკატეს თაყვანს სცემდნენ როგორც ბებიაქალსაც (დანა და თოკი ჭიპლარის შესაკრავად იყო განკუთვნილი).

ის ასევე იცავდა სამყაროსეულ საიდუმლოებებს და ყველას, ვინც ცდილობდა სულების სამფლობელოში შესვლას ინიციაციისა და მასწავლებლის/მეგზურის გარეშე, სასტიკად სჯიდა და ჭკუიდან შლიდა. ვინც გაუძლებდა მის განსაცდელებს, ანიჭებდა უზარმაზარ და უზარმაზარ და გამანადგურებელ ურანისტურ ძალას, რომელსაც თავადაც ფლობდა.

ჰეკატის დღეებში ტარდებოდა ხოლმე უბედურებისგან და უწმინდორებისაგან დაცვის/ გაწმენდის რიტუალები, ასევე გასახალგაზრდავებელი რიტუალებიც. თუმცა იგივე დღეებში „კუდიანები“ და ჯადოქრები თავიანთი „შაბაშების“ ჩასატარებლადაც იყენებდნენ.

თავდაცვის მიზნით აუცილებელია ვიცოდეთ, თუ ამ დღეებში რისი გაკეთება არის მკაცრად აკრძალულია:

ახალი ბიზნესის დაწყება;

შოპინგი;

ქირურგიული ოპერაციები;

ფულის გასესხება;

ურთიერთობების გამორკვევა, კამათი;

პროვოკაციებზე აყოლა.

რა უნდა გააკეთოთ:

გაუშვათ წყენები;

მოიშოროთ ზედმეტი/ უსარგებლო ნივთები;

დაემშვიდობოთ იმ ხალხს, ვისთანაც ურთიერთობა აღარ გსიამოვნებთ;

კარგია წარსულის გამოცდილების/ შეცდომების/ მიღწევების გაანალიზება;

მიიღოთ აბაზანები ეთერზეთებით;

იმარხულოთ;

ეკონტაქტოთ მხოლოდ საყვარელ ადამიანებს...

სინამდვილეში, ჰეკატე არც ისეთი ბოროტია, როგორსაც ხმებს უყრიან. სადღაც მისი არსის სიღრმეში ისევ ის მარადიული ახალგაზრდა და ლამაზი ქალწული თვლემს.