კერძები, რომელიც საახალწლო სუფრაზე არ უნდა დადოთ
1766262701
ეზოთერკოსები აცხადებენ, რომ დაბადების დღეს შეიძლება მიუთითებდეს, ვინ იყო ადამიანი წარსულში - ეს ყველაფერი პლანეტის ენერგიიდან მოდის, რომელიც "მართავს" თქვენს დაბადების დღეს.
კვირა - მმართველი, სახელგანთქმული ან ლიდერი
კვირას დაბადებულები ასოცირდებიან მზესთან, სიძლიერესთან და ვარსკვლავის სიმბოლოსთან. წარსულში ისინი შეიძლება ყოფილიყვნენ საზოგადოების ლიდერები, მმართველები.
ორშაბათი - მზარეული, პედაგოგი ან ჯადოქარი
ორშაბათ დღეს დაბადებულები შეიძლება ყოფილიყვნენ აღმზრდელები, მკურნალები ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხალხზე მზრუნველები.
სამშაბათი - რაინდი, მეომარი ან დამცველი
სამშაბათს დაბადებულები მარსის ძალას ატარებენ. მათი კარმა არის უშიშარი მეომრის ცხოვრება, რომელიც მხარს უჭერს მათ ცხოვრებაში.
ოთხშაბათი - ჟურნალისტი ან ვაჭარი
მერკურის მმართველობა სწავლასა და მოძრაობაზე ახდენს გავლენას. წარსულში შესაძლოა საქმე გქონოდათ სწავლებასთან, წერასთან, ცოდნის გავრცელებასთან ან ვაჭრობასთან.
ხუთშაბათი - მღვდელი, მეცნიერი ან მოგზაური-მკვლევარი
იუპიტერმა სიბრძნე და ინტერესი მოგცათ. წარსულში ასეთი ადამიანები შეიძლება სულიერი მასწავლებლები, მღვდლები ან მოგზაურობები ყოფილიყვნენ.
პარასკევი - მხატვარი, დიზაინერი ან სილამაზის ექსპერტი
წარსულში მათ შეეძლოთ, შექმნათ ხელოვნება, ან გაელამაზებინათ ნებისმიერი ადგილი.
შაბათი - ინჟინერი, იურისტი ან ფერმერი
სატურნს მოაქვს პასუხისმგებლობა და საფუძვლიანობა. ასეთი ადამიანები მშენებლები, არქიტექტორები, ინჟინრები, მოსამართლეები ან ფერმერები იქნებოდნენ.