ვინ იყო OpenAI-ის მკვლევარი სუჩირ ბალაჯი, რომელიც საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
1734257681
ასტროლოგები ასახელებენ, როგორი კვირა ექნება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელს, რომელი დღე იქნება ყველაზე წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
13 მარტი
ამ დღეს კიდევ ერთხელ გააცნობიერებთ, რომ გადაულახავი ბარიერები არ არსებობს და პრობლემას სულ სხვა თვალით შეხედავთ. მოტივაციას იგრძნობთ და გადაწყვეტთ, სასურველი შედეგისთვის ბრძოლა გააგრძელოთ. დაისახეთ მიზანი და წინ იარეთ. დღეს წარმატება თქვენ მხარესაა.
14 მარტი
ამ დღეს შესაძლოა, კომუნიკაციაში პრობლემები შეგექმნათ. შეიძლება, არასწორად გაიგონ ის, რასაც ამბობთ და ამის გამო, პრობლემა შეგექმნათ. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრები, მოლაპარაკებები, შეთანხმებები არ დაგეგმოთ და სხვა დღეებისთვის გადადოთ.
15 მარტს საოცარ ენერგიასა და ძალას იგრძნობთ და მოგინდებათ, ყველა დაწყებული საქმე წინ წაწიოთ, იყოთ თავდაჯერებული და მოწინააღმდეგეებს ისეთი არგუმენტები დაუპირისპიროთ, რომ მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი პოზიცია.
16 მარტი
ამ დღეს თქვენს იდეებს დააკვირდით, რადგანაც არსებობს დიდი შანსი, რომ სამომავლოდ სწორედ რომელიმე მათგანი გახდება ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებისა და აღიარების წყარო.
17 მარტი
ამ დღეს პროვოკაციის, კამათისა და დაპირისპირების დიდი შანსია. ამიტომაც, ასტროლოგების თქმით, თუ რაიმე მნიშვნელოვანს გეგმავთ, ჯობს, სიფრთხილე გამოიჩინოთ და კარგად დააკვირდეთ, რას ამბობთ.
18 მარტი
პოზიტიური ცვლილებების დღეა და შეეცადეთ, ნაყოფიერად გამოიყენოთ. გადახედეთ ძველ საგნებს, ურთიერთობებს და გაიტანეთ თქვენი ცხოვრებიდან ის, რაც გაშფოთებთ და სიმშვიდეს გიკარგავთ. დაემშვიდობეთ ადამიანებს, რომლებთან ურთიერთობაც აღარ გამოგდით და ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყეთ.
19 მარტი
ამ დღეს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა მოგიწევთ როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარშემომყოფებთან. მაგრამ, გახსოვდეთ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. შეეცადეთ, საკუთარ თავთან შეთანხმებას მიაღწიოთ და განსაზღვროთ, რისი გაკეთება გსურთ. მომდევნო დღეებში კი მოტივაციასა და შემართებას კვლავ იპოვით.