25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის 24-25-ე  დღე. იღბლიანი დღეა, წარმატების მიღწევა შესაძლებელია ყველაზე რთულ წამოწყებაშიც კი. ამ დღეს თამამად შეგიძლიათ ყველაფერი დაიწყოთ ნულიდან. გამბედაობა და ქარიზმა ამ დღეს დაგეხმარებათ სასიყვარულო ურთიერთობებშიც.

მთავარია, მკაფიოდ იცოდეთ რა გინდათ.

ვერძი

მოერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში უიმედობა , ნეგატივი შემოაქვთ და სკეპტიკურად არიან განწყობილნი ადამიანების მიმართ, ასევე, ადამიანებს, რომლებიც წარსულ მოგონებებში სულს გიშფოთებენ.

კურო

გამოიჩინეთ სიფრთხილე, მაგრამ იაქტიურეთ თქვენი გრძნობების ღიად გამოსახატავად. საქმიან სფეროში გაქვთ წინსვლის შანსები, ამიტომ, ზომიერების ფარგლებში, კარგია თუ გამოიჩინეთ ინიციატივას.

ტყუპები

შეგიძლიათ, მეტი დრო დაუთმოთ სამსახურებრივ საქმიანობას და დაგეგმოთ ყველაფერი თქვენი სურვილის მიხედვით. შესაძლოა, დიდ წარმატებას მიაღწიოთ სასიყვარულო სფეროშიც.

კირჩხიბი

დღეს მატულობს თქვენი შესაძლებლობები, შეგიძლიათ თამამად დაისახოთ მნიშვნელოვანი მიზნები და ამოცანები, დაივიწყოთ ცხოვრების უსიამოვნო მოგონებები და წარსულის ტკივილები. მთავარია, აკონტროლოთ ემოცია.

ლომი

დინამიური და არასტანდარტული დღეები ჩაღრმავებისა და ღრმა თვითანალიზის აუცილებლობას გიჩვენებთ. ახლობელი ადამიანები საკუთარი ძალების რწმენაში დაგეხმარებიან.

ქალწული

მცირეოდენი სირთულეებია მოსალოდნელი, ნუ აჰყვებით ეჭვიანობას და ემოციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაკავდით თქვენთვის საინტერესო საქმიანობით.

სასწორი

გაგიადვილდებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საჭიროა, მხოლოდ მეტი გაბედულება. გააკონტროლეთ საკუთარი აგრესია.

მორიელი

სასურველია, იზრუნოთ გარემოს შეცვლაზე, ძირითადი აქცენტები გააკეთეთ პირად ურთიერთობებზე, ხოლო საქმიანი აქტიურობა დროებით შეამცირეთ.

მშვილდოსანი

შეეცადეთ, გახდეთ უფრო მოქნილი, რათა აიმაღლოთ ავტორიტეტი, შესაძლოა, საჭირო გახდეს შეიტანოთ კორექტივები საქმიანობაში.

თხის რქა

ნუ ენდობით ახალგაცნობილ ადამიანებს, ნუ გაანდობთ მათ თქვენს გეგმებს. ნუ გაბოროტდებით დროებითი წარუმატებლობის შემთხვევაში და ნუ დაკარგავთ წარმატების იმედს.

მერწყული

გულწრფელობა, ნდობა და პოზიტიური განწყობა სიკეთის მომტანია, იზრდება თქვენი გონებრივი შესაძლებლობები და მოხერხებულობა. კარგია ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღება.

თევზები

ინტუიცია დაგეხმარებათ სხვადასხვა პრობლემების მოგვარებასა და მათთან გამკლავებაში. გადაწყვეტილებების მიღებისას, გაითვალისწინეთ სხვების გამოცდილება.