პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 21 მარტის მზებუდობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ რიტუალების შესახებ წერს, რომლებიც ამ საღამოს უნდა შესრულდეს.
„ყველას გილოცავთ ახალი სიცოცხლის დასაწყისს გაზაფხულის ბუნიაობას! ახალ ასტროლოგიურ წელს! იუბილარ ვერძებს იუბილეს!
მოამზადეთ ეკლესიის სანთელი და ყველაზე მთავარი სურვილები ჩაუთქვით დღეს, 21:23 სთ-იდან ყველაზე პოზიტიური განწყობით შევხვდეთ ამ ბედნიერი სიცოცხლის საწყისს უფლის ნებითა და მფარველობით ა ხ ა ლ ი ფურცლიდან ვიწყებთ ყველა ცხოვრებას! სხვანაირად აღარ გამოვა ჩემო კარგებო!…
წინა კვირაში მე გაგაფრთხილეთ მოიშორეთ ყველა ზედმეტი ნივთებიც და ადამიანებიც!
ვისაც ჯერ არ გაგიკეთებიათ ან პროცესში ხართ, დააჩქარეთ და გააკეთეთ, სხვა შემთხვევაში ეს მოხდება მტკივნეულად, ამიტომ ჯობია თქვენ თვითონ გააკეთოთ, მოაწესრიგეთ ყველა საბუთი, მოიშორეთ ყველაფერი რასაც არ იყენებთ, წაშალეთ ყველა ნომერი რომელიც აღარ გჭირდებათ, გაასუფთავეთ ტელეფონები, კომპიუტერები, მეილები ყოველგვარი ზედმეტი ინფორმაციებისგან!!!
გაბედეთ და დაიწყეთ ახლებურად ცხოვრება“, - წერს მიხეილ ცაგარელი.