01:24 საათზე კატის წელი შემოდის - მარტივი პრაქტიკული რიტუალები და რჩევები ასტროლოგისგან

ცისფერი კატა

20-21 მარტი - გაზაფხულის ბუნიობაა (დღეღამტოლობა). ამ დღეს, მზე 01:24 სთ ზე (საქართველოს დროით) ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს.
ამ დღეს ასტროლოგები კოსმიური ახალი ციკლის დასაწყისს უწოდებენ. 
  მომდევნო ერთი კვირა სასიკეთო და ეფექტურია ნებისმიერი წამოწყებისთვის!
ამ დღეს ბევრ ქვეყანაში ზეიმობენ, მითოლოგიაც გაჯერებულია მრავალი საინტერესო ამბითა და პერსონაჟით.
 ანგლოსაქსონურ ტრადიციებში ოსტარას დღეს ზეიმობენ, რომელიც განთიადის, გაზაფხულის ქალღმერთად ითვლება. მისი საყვარელი ცხოველია კურდღელი, ხოლო სიმბოლო კვერცხი.
 აღმოსავლურ ქვეყნებში ზეიმობენ ნოვრუზობას (სპარსულიდან - ახალი დღე). ასევე ჯეჯილითა და კვერცხებით აღნიშნავენ ამ დღესასწაულს.
ძალიან წააგავს ამ დღესასწაულის ტრადიციები, ჩვენთვის ნაცნობ აღდგომის დღესასწაულს, რომელსაც ქრისტიანული (მართლმადიდებელი) სამყარო წელს 16 აპრილს ზეიმობს.

  მარტივი პრაქტიკული რიტუალები და რჩევები:


1 - გაანულეთ ყველა წარსულის ნეგატიური პროგრამა, დაიწყეთ ახალი ცხოვრება, გარისკეთ, იაქტიურეთ, ეს არის გაზაფხულის, სიცოცხლის, ცეცხლის ენერგიის პირველი იმპულსი, როგორც ჩაივლის თქვენი დღე, ისეთივე იქნება მთელი წელი.
2 -გამოაცხვეთ ბლინები, შეიქმენით საზეიმო განწყობა, გააწყვეთ სუფრა ხილით, ტკბილეულით, დაანთეთ სანთლები. გაუმასპინძლდით მეგობრებსა და მეზობლებს.
3 - ჩამოწერეთ თქვენი სურვილები გეგმებად და იზრუნეთ მათ განხორციელებაზე.
4 -თუ გსურთ გაიგოთ, როგორ გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესი და შემოსავლები, ღამით ბალიშის ქვეშ მოათავსეთ მონეტა ან კუპიურა. სიზმარში აუცილებლად მიიღებთ მინიშნებას.
5 - თუ მეწყვილე არ გყავთ, ბალიშის ქვეშ ნიშნობის ბეჭედი ან ბანქო უნდა მოათავსოთ, სიზმრად ნახავთ მინიშნებას, თუ უსიამოვნო სიზმარს ნახავთ, დილით მიიღეთ შხაპი და თქვენი სიზმარი წყალს გააყოლეთ.
6 - ჩაიცვით ახალი სამოსი ან ფეხსაცმელი, მოათავსეთ (ფეხსაცმელში ან სამოსის ჯიბეში) ფურცელი, წარწერით : „წარმატება“ ან „იღბალი“ ან „ჯანმრთელობა“ და ა.შ.
იყავით თამამი და გაბედული, ხმამაღლა განუცხადეთ სამყაროს თქვენი სურვილები და იყავით ბედნიერი!

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ.