რა შემთხვევაში ართმევთ საკუთარ თავს ძალას - ასტროლოგის გაფრთხილება

ramaz gigaur

თქვენ არ ხართ სუსტი. როდესაც საკუთარ თავზე როგორც სუსტზე ისე ფიქრობთ, საკუთარ თავს ძალას ართმევთ, - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს და საზოგადოებას რჩევით მიმართავს:

„თქვენში არის თქვენი წინაპრების ძალა. ეს ადამიანები გენეტიკურ, უჯრედულ დონეზე არსებობენ თქვენში. თქვენში არის ღმერთის ძალა - სულის სახით.

თქვენ გაგაჩნიათ ვარსკვლავური სხეული როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით (ატომების დონეზე და ასტროლოგიურ დონეზე). თქვენში ბევრი და დიდი ძალაა თავმოყრილი. თქვენ ძლიერი ხართ! გააცნობიერეთ ეს. თქვენი ხელები - თქვენი ყველაზე ძლიერი წინაპრის ხელებია. თქვენი ხელები - ღმერთის ხელებია. იმოქმედეთ თქვენი წინაპრების ძალით და ღმერთის სახელით!“ - წერს ასტროლოგი.