ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს
1786219080
„6 აგვისტოს, ვენერა სასწორის ნიშანში გადადის და იწყებს ბალანსის აღდგენას.
9 სექტემბრამდე, სანამ ვენერა სასწორში იქნება, განსაკუთრებული ყურადღება პარტნიორულ ურთიერთობებს, შეთანხმებებსა და სამართლიან გაცვლას დაეთმობა“,- ამის შესახებ მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ასტროლოგიაში ვენერა განასახიერებს იმას, რაც ჩვენთვის ღირებულია, ლამაზია და რაც გულით გვინდა.
მაგრამ სასწორში ვენერა მხოლოდ სიმპათიას აღარ სჯერდება. ახლა მთავარი კითხვებია:
არის თუ არა ურთიერთობაში ბალანსი? ორივე მხარე თანაბრად აფასებს ერთმანეთს? სამართლიანია თუ არა ის, რასაც ვაძლევთ და რასაც ვიღებთ?
რას იგრძნობთ ამ პერიოდში?
უფრო მკვეთრად დაინახავთ, სად არის დისბალანსი.
გაგიჩნდებათ სურვილი, გულწრფელად ისაუბროთ იმაზე, რაც აღარ გაკმაყოფილებთ.
გადახედავთ ურთიერთობებს სიყვარულში, ოჯახში, მეგობრობაში, სამსახურსა და ბიზნესში.
საკუთარ თავს ჰკითხავთ:
„რა არის ჩემთვის ნამდვილად ღირებული? რა ურთიერთობები იმსახურებს გაგრძელებას და რომელს სჭირდება ახალი წესები ან დასრულება?“
რას გირჩევთ?
პატივისცემით ისაუბრეთ თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე. დააფასეთ როგორც საკუთარი, ისე სხვისი წვლილი. არ შეგეშინდეთ სამართლიანი პირობების შეთავაზების. ნუ უღალატებთ საკუთარ ღირებულებებს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვას ასიამოვნოთ.
რან შეიძლება შეგიშალოთ ხელი?
შინაგანი რწმენა, რომ თქვენი სიტყვა, გრძნობები ან შრომა საკმარისად მნიშვნელოვანი არ არის.
მაგრამ სწორედ ახლა დროა ეს შეცვალოთ.
უთხარით საკუთარ თავს:
„მე არ ვარ ჩრდილი. მე ჩემი არჩევანის შემოქმედი ვარ. ჩემი ხმა, ჩემი გრძნობები და ჩემი ღირებულება მნიშვნელოვანია. მე ვირჩევ ჰარმონიულ, სამართლიან და სიყვარულით სავსე ურთიერთობებს.“,- წერს თამუნა იოსელიანი.