1767982195
„ფულის ვარსკვლავის გათბობა“ 12 იანვარს - მინეროლოგის რეკომენდაცია
მინეროლოგი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც 12 იანვრის რიტუალზე წერს.
მისი თქმით, ეს რიტუალი დაგვეხმარება ფინანსური ენერგიის მოზიდვაში.
„ფულის ვარსკვლავის გათბობის“ აქტივაცია!
12 იანვარს თქვენ უნდა აანთოთ სანთელი თქვენი ბინის ან ოფისის სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორ 2 ან 3-ში.
„ფულის ვარსკვლავის გათბობა“ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ამავდროულად ძალიან ეფექტური მეთოდია ფინანსური ენერგიის მოსაზიდად. რაც უფრო ხშირად იყენებთ ამ პრაქტიკას, მით უფრო ძლიერად მოქმედებს იგი.
ეს აქტივაცია წარმოადგენს სივრცეში კონკრეტული ენერგიის სტიმულირებას, რათა მოიზიდოს ფულადი იღბალი.
მნიშვნელოვანია!
სანთლის დანთება შეგიძლიათ თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს, თუმცა უნდა გამორიცხოთ არასასურველი საათი აქტივაციის დასაწყებად (სანთლის ანთებისთვის).
არასასურველი საათი მითითებულია სურათზე თუ სანთელი ადრე აანთეთ, ამ არასასურველ საათში მისი
ჩაქრობა საჭირო არ არის.
ყურადღება!
იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც „ფულის ვარსკვლავის გათბობის“ დღე პირადი დამანგრეველი დღეა, ამ აქტივაციის
ჩატარება რეკომენდებული არ არის. რა ხდება, როცა ვათბობთ ფულის ვარსკვლავს (ან საგანძურის
ვარსკვლავს)?
შედეგად შეიძლება მივიღოთ:
— დამატებითი შეკვეთები
— ვალების დაბრუნება
— მოულოდნელი შემოსავალი
— კლიენტების და გარიგებების ზრდა
— გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების მატება
— დიდი შეკვეთა, თუ ბიზნესში ხართ
თუ არა — შესაძლებელია მეუღლემ გაგიკეთოთ დაუგეგმავი საჩუქარი ან სამსახურში მიიღოთ მოულოდნელი პრემია
ყველასთან განსხვავებულად მუშაობს — ეს დამოკიდებულია თქვენს ძირითად შემოსავლის წყაროებზე.
ყოველ თვეში არსებობს რამდენიმე თარიღი, როდესაც საგანძურის ვარსკვლავის ენერგია სტუმრობს თქვენი სახლის
კონკრეტულ სექტორს. სწორედ იქ ვდგამთ სანთელს, ვანთებთ განსაზღვრულ საათში, თავაზიანად ვთხოვთ ფულის ვარსკვლავს დახმარებას და ველოდებით შემოსავლების ზრდას.
ფულის ვარსკვლავი ასევე ენერგიაა, და ის დაგეხმარებათ თავაზიანად სთხოვეთ დახმარება.
აქტივაციის ჩასატარებლად აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა: ფანჯრიდან არ უნდა ჩანდეს აქტიური (მკვეთრი, აგრესიული ობიექტები). სახლში უნდა იყოს სისუფთავე.
მკაცრად დაიცავით აქტივაციის დრო და სწორი ადგილი აქტივაცია ჩაატარეთ რაც შეიძლება ახლოს ბინის გარე
პერიმეტრთან (გარე კედლები — ქუჩის მხარე, კიბის უჯრედთან ან მეზობლებთან საზიარო კედლები; შიდა კედლები ოთახებს შორის არ ითვლება). სანთელი სასურველია დაიდგას იატაკიდან 60–120 სმ სიმაღლეზე. არ ჩაატაროთ აქტივაცია ტუალეტსა და აბაზანაში, თუ იქ ფანჯარა არ არის. შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სანთელი, თუმცა ყველაზე უსაფრთხოა სანთელი-ტაბლეტი.
წარმატებას და კეთილდღეობას გისურვებთ!“,- წერს თამუნა იოსელიანი.













