ირაკლი ფავლენიშვილი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე შეცვლი

ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძით ჩანაცვლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, თინა ბოკუჩავა მალე გამოჩნდება და ამ თემაზე კომენტარს თავად გააკეთებს.

„ძალიან ბევრი ჭორი მოდის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება თინა ბოკუჩავას, მას ძალიან მალე იხილავთ, გექნებათ საშუალება, თავად დაუსვათ კითხვები და თვითონაც იმავეს გიპასუხებთ. გამოჩნდება უახლოეს მომავალში, შეიძლება დღესაც. ეს არის ჭორი, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს და თავად თავმჯდომარეც არ დაგტოვებთ კომენტარის გარეშე.

ჭორებია, რომ პარტიაში დაპირისპირებაა და ვინმე ვინმეს ებრძვის. რაც შეეხება მდგომარეობას, ყველამ ვიცით, რომ დიდი ზეწოლა მიმდინარეობს ყველა პოლიტიკურ ძალაზე და არამხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ამიტომ არის მათ შორის, ტექნიკური პრობლემები. როცა ბიზნესმენები არიან დაშინებული და აკრძალული აქვთ ოპოზიციური პარტიების დახმარება, არ არსებობს სახელმწიფო დაფინანსება, სხვადასხვა ტიპის ზეწოლა მიმდინარეობს და ამდენი პოლიტიკური პატიმარია – ტექნიკური პრობლემები არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.