1771776097
ფული, პოპულარობა თუ კარიერული წარმატება? - ეზოთერიკოსი ბეჭდის ტარების წესებზე საუბრობს
ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი გამომწერებს უზიარებს რჩევას, რომელიც სხვადასხვა თითზე ბეჭდის ტარებას ეხება.
„ცერა თითი - თუ გინდა მეტი ფული და სიამოვნება, ბეჭედი ცერა თითზე გაიკეთე, საჩვენებელი თითი - იუპიტერია, თუ გინდა გახდე პოპულარული და ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. შუა თითი - სატურნი, გინდა დისციპლინირებული იყო და კარიერაში წარმატებები გქონდეს, ატარე შუა თითზე. არათითი - მზეს უკავშირდება, თუ გინდა ენერგია, თავის აღმოჩენა, ატარე ბეჭედი არათითზე, ნეკა თითი - გააქტიურე მერკური, თუ გინდა გაყიდვებში წარმატება გქონდეს, ატარე ბეჭედი ნეკა თითზე.“ - ამბობს ვიდეოში თამუნა იოსელიანი.










