„ძლიერდებიან შავი ძალები“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ცაგარელი

ასტროლოგის, მიხეილ ცაგარელის თქმით, გარდა დადებითი ნიშნებისას ახალმთვარეობას აქვს ნეგატიური  ნიშნებიც, სწორედ ამიტომ  ასტროლოგი საზოგადოებას რჩევას აძლევს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დღეს, რათა შევინარჩუნოთ დადებითი განწყობა მთელი თვის განმავლობაში. 

„ ნუ დაგვავიწყდება, რომ ახალმთვარეობას აქვს  ძალიან ბევრი ნეგატიური  იმიტომ, რომ მზე და მთვარე, ეს ორი მანათობელი, რომელიც ყველაზე დიდ ზეგავლენას ახდენ ადამიანზე არ მეგობრები, ისინი ანტაგონისტები არიან და როცა ისინი გვერდიგვერდ ხვდებიან და ზუსტად ახალმთვარეობაზე ხდება მათი შეხვედრა ქალწულის ზოდიაქოში, ხშირად მათში მიმდინარეობს გარკვეული ენერგეტიკული ომი, ურთიერთწინააღმდეგობა ჩნდება, ამიტომ ახალმთვარეობაზე ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ მაღალია  ალბათობა ცდუნებებისა, აქ ხშირად ძლიერდებიან შავი ძალები, ამ დროს მაღალია ალბათობა ტრავმა ავარიების ტენდენციების იმიტომ, რომ ადამიანის ემოციური ფონი ხდება  არასტაბილური. არასტაბილური ემოცია და ადვილი აგზნებადობა შეიძლება გახდეს კონფლიქტების, საქმეების  გარჩევის მიზეზი.

არა მარტო ხვალ ეს დღეს ახალმთვარეობის ზონაშია. ამიტომ დღეს ხვალ და ნაწილობრივ ზეგ, წინდახედულად უნდა გავიაროთ, არაფერი  სარისკო ამ დღეებში არ უნდა დავიწყოთ.  საქმე ისე არ წავა როგორც თქვენ გსურთ ან მერე გადასახედი იქნება ეს ყველაფერი. არავითარი სერიოზული ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები, შეიძლება მოილაპარაკოთ, თუმცა არ იმუშავებს ან უკუღმა წარიმართება, რაც გულაცრუებნას გამოიწვევს თქვენში, ამიტომ  ჯობია ყოველდღიური საქმეებით შემოვიფარგლოთ.

არ ავყვეთ  ცდუნებებს, მათ შორის ხასიათის ცვლილებებს  და ვეცადოთ, რომ პოზიტიური ტალღით გავიაროთ, რაც მეტად დადებითი განწყობა ექნება ადამიანს ამ პერიოდში, შემდეგ ახალმთვარეობამდე,  ანუ ერთი თვე ექნებათ ის განწყობა, რომლითაც შეხვდებით ხვალინდელ დღეს. თუ ადამიანი შეხვდება დეპრესიულ მდგომარეობაში  შემდეგი ერთი თვე გარანტირებული გაქვთ დეპრესია, თუ შეხვდებით პოზიტიურად ერთი თვე გარანტირებული გაქვთ დადებითი განწყობა“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში.