„დაკიდეთ კარზე პიტნის კონა…“ – ეზოთერიკოსის რჩევა

პიტნა

არსებობს მრავალი ხალხური ხერხი ბოროტი თვალის, ჯადოსა და ნეგატივისგან დასაცავად. უპირველესად, სახლს იცავს კარი, ამიტომ, შინ რომ ნეგატივმა ვერ შემოაღწიოს: დაკიდეთ კარზე პიტნის კონა ან დაარჭეთ კარის ჩარჩოზე ნემსი მატყლის ან ბამბის ძაფით.

სახლში შურიანი ადამიანები რომ ვერ შემოვიდნენ: კართან ხალიჩის ქვეშ ახალი ან ხმელი აბზინდის კონა დადეთ. თვეში ერთხელ კი კარი სველი ჩვრით გაწმინდეთ, შემდეგი სიტყვების თანხლებით: „წყალო, მაშორე ბოროტებას, განდევნე სიბნელე, სიკეთე და კეთილდღეობა შემოიტანე სახლში და სამუდამოდ აავსე ის ბედნიერებით!”

ასევე, სახლში დაგროვილ ნეგატივს ეკლის საშუალებით განდევნით. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ეკალი იმ ადგილებში იზრდება, სადაც ბოროტი სულები ბუდობენ, რათა სამყარო ბოროტებისგან დაიცვან. ეკალი ყველაზე ძლიერია ყვავილობისას, ამიტომ თუ სახლში ეკლიან ვაზას დადგამთ, სასიცოცხლო ენერგიას გააძლიერებს. ყოველთვის ენერგიული, ძლიერი და ჯანმრთელი რომ იყოთ, ეკალი სულ თან ატარეთ. ბაღში მზარდი ეკალი ქურდებს მოიგერიებს, ხოლო ქოთნით ზღურბლთან – სახლს ბოროტი ძალების შეღწევისგან დაიცავს.

ავი თვალისა და ნეგატივისგან დაგიცავთ ასევე, ხახვიც. სახლში სხვადასხვა ადგილას დაკიდეთ გაფცქვნილი სამი თავი ხახვი – თითოეულ ბოლქვში ნემსით უნდა გაუყაროთ წითელი შალის ძაფი, რომელსაც მარყუჟად შეკრავთ და ცნობისმოყვარე თვალებისგან დაფარულ ადგილას დაკიდებთ. ერთი კვირის შემდეგ ხახვი ჩამოიღეთ, მოაყარეთ მარილი და შეწვათ. ხახვთან ერთად ყველა უბედურებაც დატოვებს სახლს.

– ჯადოსა და გათვალვისგან დამცავი თილისმები და ამულეტებიც ხომ არსებობს?

– ამისთვის დღეს ძალიან გავრცელებულია მარცხენა ხელის მაჯაზე (ყველა ბოროტი სული ადამიანში მარცხენა მხრიდან აღწევს) წითელი შალის ძაფის შებმა. ძველად მიაჩნდათ, რომ წითელი ძაფი არა მხოლოდ იცავს მფლობელს, არამედ ბრაზისა და შურისგანაც ათავისუფლებს. თუმცა წითელი ძაფი რომ თილისმად გამოდგეს, სპეციალური რიტუალის ჩატარებაა საჭირო. ძაფი საუკეთესო მეგობარმა ან საყვარელმა ადამიანმა შვიდი კვანძით უნდა შეკრას, თქვენ კი ამ დროს რაიმე პოზიტიურზე უნდა იფიქროთ… ნახეთ სრულად