მეცნიერები დედამიწაზე ჟანგბადის დონის მკვეთრი დაცემის სავარაუდო თარიღს ასახელებენ
1740592521
ასტროლოგი რამაზ გიგაური მარტის თვის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს.
„მარტი - დიდი ცვლილებების დასაწყისი
ინგრესია:
3 მარტი > მერკური ვერძის ზოდიაქოში*
20 მარტი > მზე ვერძის ზოდიაქოში - გაზაფხულის ბუნიაობა (13:02)* 27 მარტი < ვენერა თევზების ზოდიაქოში (რეტროგრადულად)*
30 მარტი < მერკური თევზების ზოდიაქოში (რეტროგრადულად)* 30 მარტი > ნეპტუნი ვერძის ზოდიაქოშირეტროგრადული პლანეტები:*
2 მარტი < რეტროგრადული ვენერა (ვერძის მე-11 გრადუსიდან)*
15 მარტი < რეტროგრადული მერკური (ვერძის 10-ე გრადუსიდან)* სავსემთვარეობა - 14 მარტი (10:54 საათზე)* მთვარის სრული დაბნელება - 14 მარტი (პიკი: 10:59 საათზე)* ახალმთვარეობა - 29 მარტი (14:58 საათზე)* მზის ნაწილობრივი დაბნელება - 29 მარტი (პიკი: 10:48 საათზე)მარტი - ასტროლოგიური თვალსაზრისით დიდ მღელვარებებს და მოვლენების ბობოქარ განვითარებას დაუკავშირდება.
ამაზე მიანიშნებს სამი ასტროლოგიური მოვლენა - მერკურ-ვენერას ორმაგი რეტროგრადულობა, ასევე მთვარისა და მზის დაბნელება (შესაბამისად, 14 და 29 მარტს). ასე რომ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მარტი ბევრად „მძიმე“ თვე გამოდგება, ვიდრე გასული ორი თვე. უფრო მეტიც, შესაძლოა ის გახდეს 2025 წლის ყველაზე სახიფათო თვეც, როგორც გლობალურ (პოლიტიკურ, ეკონომიკურ ჭრილში), ისე ინდივიდუალურ დონეზე (პირადი ცხოვრება).
მარტში მკვეთრად მოიმატებს შეცდომების დაშვებისა და უკვე დაშვებული შეცდომების „გაცხადების“, გამომჟღავნების ალბათობა.
თევზების ნიშანში მზის და პლანეტების მოძრაობა მიანიშნებს, რომ ბევრი რამ „კულისებს მიღმა“ განვითარდება, თუმცა მოსალოდნელია სწორედ ეს გახდეს გამოუსწორებელი შეცდომების დაშვების მიზეზი (ვიმეორებ, ეს შეეხება როგორც პოლიტიკურ, ისე პერსონალურ ცხოვრებას).მარტი - ნამდვილად არ იქნება „მშვიდობიანი“ თვე.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ახალი ხელისუფლება ცდილობს რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს, მხოლოდ მიზერული შანსია, რომ ეს მოხდეს და თუ რაიმე მიზეზით ეს მოხდა, ეს ყველაფერი დროებით და ძალიან მყიფე იქნება. უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული, მსოფლიოში ახალი შეიარაღებული კერებიც ვიხილოთ (ბუნებრივია, პირველ რიგში ეს იმ ქვეყნებსა და რეგიონებს შეეხება, სადაც ფეთქებადსაშიში სიტუაციებია).
სწორედ გაზაფხულის პირველი თვე იქნება ის პერიოდი, რომელიც გამოაჩენს აქამდე „დამალულ“ პრობლემებს. ეს შეეხება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებსაც და მათ შორის ამერიკასაც. სადაც შეიძლება ვიხილოთ მთელი რიგი ცვლილებები (როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში). ეს ცვლილებები კი იძულებითი და კრიზისების აღმოფხვრისკენ მიმართული იქნება.
სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ხელისუფლების მთლიან ან ნაწილობრივ ცვლილებებს. აღსანიშნავია, რომ 2 მარტიდანვე ვენერა რეტროგრადულად დაიწყებს მოძრაობას, რაც ურთიერთობებში კრიზისის დაწყების მიზეზი გახდება, ქვეყნებს, ორგანიზაციებს, კომპანიებს და ადამიანებს შორის. არ იქნება იოლი პერიოდი ხელოვნებისთვის და ხელოვანთათვის, რადგან ვენერა ხელოვნებას მართავს და შესაძლოა კრიზისი ამ სფეროშიც ვიხილოთ. მარტის სწორედ აღქმისთვის და ანალიზისთვის ორი პერიოდი შეიძლება გამოგვადგეს - პირველი, 2017 წლის გაზაფხული და მეორე, 2008 წლის შემოდგომა.
ასტროლოგიური თვალსაზრისით სწორედ ეს ორი პერიოდი წააგავს მარტს (და საერთოდ, 2025 წლის გაზაფხულს). პირად ცხოვრებაში საჭირო იქნება მეტი მოთმინების, ტაქტისა და რაც მთავარია, სიყვარულის გამოვლენა, რათა მყიფე ურთიერთობები საერთოდ არ ჩამოიშალოს. ეს პერიოდი ითხოვს სიფრთხილეს ბიზნესში და ფინანსებში, რადგან 15 მარტიდან მერკურიც რეტროგრადული გახდება და ინფორმაციასთან და ურთიერთობებთან დაკავშირებით ბევრი ბუნდოვანი სიტუაცია შეიქმნება, რაც მოსალოდნელია ნეგატიურად სწორედ ფინანსურ სფეროზე აისახოს. საქმეები ნელ ტემპში და ფრთხილად უნდა განვითარდეს, რათა სისწრაფე და სპონტანურობა კრიზისულ სიტუაციებს მხოლოდ გაამძაფრებს.
14 მარტის მთვარის დაბნელება დაუკავშირდება ჯანმრთელობის საკითხებს, ამიტომ ყურადღებას სწორედ ეს სფერო ითხოვს. 10-16 მარტის შუალედში სასურველია მეტი ყურადღება მიექცეს ჯანმრთელობას. ამ დღეებში არასასურველია სამსახურებრივი ცვლილებებიც (სჯობს ეს აპრილის მეორე დეკადიდან მოხდეს). თუმცა, ორგანიზაციების და კომპანიების მხრიდან არ არის გამორიცხული, სწორედ ამ დროს მოხდეს თანამშრომელთა გათავისუფლება, რასაც იძულებითი ფორმა ექნება.
ადამიანებში საჭირო იქნება შინაგანი გამძლეობა, მოტივაციის გაძლიერება და სწრაფი კოორდინირების უნარი, რათა იოლად და უმტკივნეულოდ მოხდეს გადაწყობა ერთი სისტემიდან მეორეზე თუ ერთი ადგილიდან მეორეზე ფიზიკური გადასვლა.
მარტის მეორე ნახევარში ბევრ ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან მოიმატებს პოლიტიკური წნეხის და სხვადასხვა ჯგუფების იზოლაციის ალბათობა, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საზოგადოებრივ პროტესტს და სახალხო მღელვარებას. ამ პერიოდში, ფსიქოლოგიურ დონეზე ბევრი რამის გადაფასება და გადაწყობა მოხდება. სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ ჯგუფებს (ასევე ბიზნეს-კომპანიებს) იძულებითი ურთიერთთანამშრომლობა და ერთმანეთში კოორდინირება მოუწევთ, რათა ცვლილებების ტალღას უფრო მეტად მომზადებულები და გაძლიერებულები შეხვდნენ.ბევრი ურთიერთობა თუ კავშირი მარტში გამოცდას გაივლის და რომელიც ვერ გაუძლებს შექმნილ კრიზისს და გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული არ იქნება, ჩამოიშლება.
29 მარტის მზის დაბნელება (ვერძის ნიშანში) შესაძლოა კავშირში იყოს ძველის ახლით ჩანაცვლებასთან. არ არის გამორიცხული დიდწილად შეიცვალოს პოლიტიკური, საქმიანი თუ კულტურული ცხოვრების ლანდშაფტი. ასე რომ, მარტი - დიდ ცვლილებებს დაუკავშირდება და ეს საკმაოდ აქტიურად და ენერგიულად გამოვლინდება. ეს განახლების თვეა, რომელიც შესაძლოა იყოს ძველის ნგრევა და ახლის შენების დასაწყისი“, - წერს ასტროლოგი.