პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასტროლოგები განმარტავენ, როგორი კვირა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით:
ვერძი
შესაძლოა, პარტნიორის ღალატისა და მოტყუების სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ უმჯობესია, თავი შეიკავოთ. ახალ ადამიანთან თუნდაც ხანმოკლე ურთიერთობა თქვენ შორის არსებულ კონფლიქტსა და განხეთქილებას ვერ მოაგვარებს. უმჯობესია, თქვენთვის საყვარელ ადამიანს დაელაპარაკოთ და მიხვდეთ, რა ნაბიჯები გადადგათ სამომავლოდ.
კურო
არავითარ შემთხვევაში არ დასთანხმდეთ ძველი ურთიერთობის აღდგენას. წინსვლა გჭირდებათ და წარსულის დაბრუნება ამაში ვერ დაგეხმარებათ. ამ კვირის განმავლობაში შესაძლოა, საკუთარ თავთან ჭიდილი დაგჭირდეთ, მაგრამ ასტროლოგების თქმით, დასრულებული ურთიერთობების თავიდან აღდგენას ჯობს, სამომავლო პერსპექტივაზე იფიქროთ.
ტყუპი
შეეცადეთ, ამ კვირის განმავლობაში დაპირებები არ გასცეთ, რადგანაც, დიდი ალბათობით, თქვენ მას ვერ შეასრულებთ. რომანტიკულ ურთიერთობებში შესაძლოა მოულოდნელად დაძაბულობა იგრძნოთ, თუმცა პარტნიორთან გულწრფელი დალაპარაკებით ყველაფერს მოაგვარებთ. მარტოხელა ტყუპისთვის კი ვარსკვლავებს სასიამოვნო ამბავი აქვთ - შესაძლოა, კვირის განმავლობაში შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
კირჩხიბი
ასტროლოგების თქმით, ამ კვირის განმავლობაში ახალ ადამიანებთან შეხვედრა და ურთიერთობის წამოწყება არასასურველია. ნუ ეცდებით თამაშს და ხელოვნურად თავის ისეთად წარმოჩენას, როგორიც სინამდვილეში არ ხართ. ამან შესაძლოა თქვენს პარტნიორში უნდობლობა და აგრესია გამოიწვიოს.
ლომი
მარტოხელა ლომებს ამ კვირის განმავლობაში იღბალი გაუღიმებთ და შეხვდებიან ადამიანს, რომელთან ურთიერთობაც მათთვის სასიამოვნო და თავგადასავლებით სავსე იქნება. ხოლო მათ, ვინც ურთიერთობაშია, ჯობს უფრო მეტი დრო საყვარელ ადამიანთან გაატარონ, რადგანაც მიმდინარე კვირაში უსაფუძვლო ეჭვიანობისა და ამის ფონზე კამათის დიდი რისკია.
ქალწული
თუ ურთიერთობაში ვნება დაკარგეთ და ერთმანეთს საინტერესო ადაიანებად ვეღარ აღიქვამთ, ამ კვირის განმავლობაში ყველა შანსი გაქვთ, რომ დაძაბულობა აღმოფხვრათ და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოთ. თუმცა, აუცილებლად საკუთარი ღირებულებების ერთგული დარჩით და საპირისპირო სქესის მხრიდან მანიპულაციის მსხვერპლი ნუ გახდებით.
სასწორი
ეს კვირა შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ბევრი საქმის გამო რომანტიკულ ურთიერთობებს დიდ ყურადღებას ვეღარ დაუთმობთ და ამის გამო შეიძლება კონფლიქტი შეგხვდეთ. ნებისმიერი წარუმატებლობის შემთხვევაში, შეიძლება პარტნიორის შეცვლაზე იფიქროთ, თუმცა იმ ურთიერთობაში, სადაც ორივე მხარე შეთანხმებულად მოქმედებს, ბედნიერება გარდაუვალია.
მორიელი
კვირის განმავლობაში შეეცადეთ, პარტნიორის კრიტიკისა და საყვედურებისაგან თავი შეიკავოთ, რადგან ახლა კამათის ჩვეულებრივზე უფრო დიდი შანსია. გახსოვდეთ, რომ ურთიერთობას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება და თუ ფიქრობთ, რომ რაღაც სწორად არ მიდის და სხვაგვარად მოქმედების დროა, ეს პერიოდი აუცილებლად გამოიყენეთ.
მშვილდოსანი
ამ კვირაში რომანტიკული შეხვედრები და პაემანი გელით. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველაფერი კარგად შეაფასოთ. პარტნიორთან პირდაპირ ინტიმურ საკითხებზე საუბრის დაწყებამ შესაძლოა მასში უნდობლობა გამოიწვიოს. ასევე, ყველა სიტყვასა და კომპლიმენტს ბრმად ნუ ენდობით.
თხის რქა
შესაძლოა, ამ კვირის განმავლობაში ნათესავები თქვენს პირად ურთიერთობებში ჩაერივნონ და ქაოსი და დაბნეულობა შემოიტანონ. თუმცა, გახსოვდეთ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, პარტნიორთან საერთო ენა გამონახოთ და უთანხმოება მოაგვაროთ.
მერწყული
ჯობს თქვენთვის საყვარელ ადამიანს ძველი წყენები არ გაუხსენოთ, რადგანაც შესაძლოა წარსულის ფაქტების გახსენებამ, კონფლიქტი და დაპირისპირება გამოიწვიოს. შეეცადეთ, საკუთარ თავს გარედან შეხედოთ და ურთიერთობაში არა მხოლოდ თქვენი, არამედ პარტნიორის ინტერესებიც გაითვალისწინოთ.
თევზები
ამ კვირის განმავლობაში შესაძლოა თქვენი დაღლა და გაღიზიანება ურთიერთობებშიც გადაიტანოთ და საყვარელ ადამიანს უმიზეზოდ აწყენინოთ. ჯობს, დაელაპარაკოთ, აუხსნათ საკუთარი მდგომარეობა და გამოსავლის ძიება ერთად დაიწყოთ.