„...ამას შეუძლია უდიდესი ქაოსის მოტანა“ - პერიოდი, რომელზეც ასტროლოგი გვაფრთხილებს

ასტროლოგია

დღეიდან უცნაური და გამორჩეული პლანეტა ურანი  მთელი 4 დღის განმავლობაში სტაციონარული იქნება. 24-ში კი რეტროგრადულ მოძრაობაზე გადავა და 25 იანვრამდე უკუსვლით იმოძრავებს.  რა პროცესები და ცვლილებებია ამ დროს მოსალოდნელი, ასტროლოგი ხათუნა ნოელი განმარტავს.

„ურანი-ახალი ამბების, ცვლილებებისა და ინოვაციების სულისჩამდგმელია. თუმცა მას ასევე აბარია ამბოხებების, რევოლუციებისა და თავისუფლების ყველა ფორმით გამოვლინებაც.

აი, ეს უცნაური და ძალზე გამორჩეული პლანეტა, რომლის ორბიტაც კი მზის სისტემის სხვა პლანეტებისაგან განსხვავებით თითქმის ვერტიკალურია (!) 20 აგვისტოდან -ს მე-19°-ზე გაჩერდება და მთელი 4 დღის განმავლობაში სტაციონარული იქნება. 24-ში კი რეტროგრადულ მოძრაობაზე გადავა და 25 იანვრამდე უკუსვლით იმოძრავებს.

ურანი ყოველ წელიწადს 4-5 თვით ხდება ხოლმე რეტროგრადული, თვითონ ამ მოვლენაში უჩვეულო არაფერია. საქმე იმაშია, რომ 2022-ში ეს ამბავი აღმავალი კარმული კვანძის კუროს ზოდიაქოში ყოფნის პერიოდსაც ემთხვევა. და ეს უკვე საინტერესოა...

მომდევნო 5 თვე სავარაუდოდ, ძალზე საინტერესო იქნება - მოხდება ძალიან ბევრი სხვადასხვა ცვლილება, რომლებსაც მსხვილი, მასშტაბური ზეგავლენა ექნებათ სოციუმზე.

რეტრო ურანი მოგვიწოდებს გადავხედოთ იმ თემებს, რასაც ის სიმბოლიზრებს. ეს არის ჩვენი როლი სოციუმში, უპირატესად კი - თანამოაზრეებთან და კოლექტივთან მიმართებაში. დავფიქრდეთ იმაზე, თუ რეალურად რას ნიშნავს ჩვენთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. როგორი უნდა იყოს თავისუფალი ადამიანი, სად მთავრდება ჩვენი პირადი თავისუფლების საზღვარი და სად ვიკვეთებით სხვა ადამიანების აზრის/არჩევანის თავისუფლებასთან. ვართ თუ არა ჰუმანურები, ტოლერანტულები; რამდენად სწორია და მისაღებია ის, რასაც პროგრესი იძლევა; ხომ არ ჩამოვრჩით თანამედროვე ტენდენციებს, მათ შორის ტექნოლოგიურს; ხომ არ გადაგვდის განსხვავებულობის სურვილი ზედმეტ ექსცენტრიულობაში; თუ პირიქით - ფრთებშეკვეცილ ფრინველს ვგავართ და საკუთარი შიშების და კომპლექსების ტყვეობაში ვრჩებით.

რეტრო ურანის ინსაიტებმა შესაძლოა მოგვიტანოს გონების ბრწყინვალე გასხივოსნება, იდეა, შთაგონება... ადამიანების ჯგუფების გაერთიანება საკაცობრიო მიზნებისათვის. თუმცა, მას ასევე შეუძლია უდიდესი ქაოსის მოტანაც, გაფიცვების, მიტინგების, რევოლუციების და გადატრიალებების გზით....

ადამიანები ვისაც მზე ან სსხვა მნიშსვნელოვანი პლანეტები ფიქსირებულ ნიშნებში - კუროში, ლომში, მორიელში ან მერწყულში ჰყავთ, ასევე ისინი ვისი ურანიც ნათალში რეტროგრადულია, უფრო გამოკვეთილად იგრძნობენ ამ პროცესს. თემები, რომლებიც თქვენთან გააქტიურდება, უნდა ინახოს იმის მიხედვით, თუ რომელ სახლს მართავს თქვენს პირად რუკაში ურანი ან სად დგას.“ - ამბობს ასტროლოგი.