19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის 22-23-ე დღე. დღეს ყველა ცდილობს, "ნერვებზე ითამაშოს". სასურველია ნაკლები კომუნიკაცია, რათა არ გააფუჭოთ საქმეები. მაღალია ნათესავებთან და მეგობრებთან კონფლიქტის ალბათობა.

საღამოს, როცა ტენდენციები პოზიტიური გახდება, კარგი იქნება წვეულების მოწყობა ან სტუმრად წასვლა.

ვერძი

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მიიღებ ცხოვრებისეულ მოვლენებს, მუქ თუ ნათელ ფერებში. ძალიან მნიშვნელოვანია, გუნება-განწყობის ამაღლებაზე იზრუნოთ.

კურო

მიჰყევით დინებას და შეინარჩუნეთ მშვიდი განწყობა. მოემზადეთ ახალი წარმატებებისთვის.

ტყუპები

დეპრესიულ ფონი და ცუდი განწყობა, უინტერესო გარემოებას ქმნის.  თვითკონტროლის დროა, ემოციების გაკონტროლებით, ამ პერიოდს მარტივად გადალახავთ.

კირჩხიბი

ცხოვრება მშვენიერია, პატარ-პატარა საჩუქრები გაგახარებთ და გაგაბედნიერებთ, ოპტიმისტური განწყობა სრულიად შეცვლის დამოკიდებულებას ირგვლივ მყოფ ადამიანებზე.

ლომი

მაღალია კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა, მაგრამ თქვენ შეძლებთ დაამტკიცოთ სიმართლე, რომელიც ახლა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარიერულადაც წინ წაიწევთ.

ქალწული

შანსი გეძლევათ, საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე იზრუნოთ და ცოტა გამხიარულდეთ კიდეც.

სასწორი

კარგი იქნება ქალაქგარეთ გასვლა ან აქტიური დასვენების მოწყობა, ყურადღება მიაქციეთ სიმბოლოებს და მინიშნებებს.

მორიელი

შეცვალეთ ცხოვრების წესი და შეიცვალეთ თვითონაც. მოჭარბებული ენერგია გიბიძგებთ სიახლეებისკენ, გაიღვიძებს თქვენში აქამდე უცნობი შემოქმედებითი უნარები.

მშვილდოსანი

შესაძლოა, დღეს, მადლობა დაიმსახუროთ ირგვლივ მყოფებისგან იდეალურად შესრულებული სამუშაოსთვის. გააკონტროლეთ ემოციები და ყველაფერი საუკეთესოდ იქნება.

თხის რქა

გაითვალისწინეთ მიმდინარე მოვლენები და ცვლილებები შეიტანეთ თქვენს გეგმებში, ახლა სიჩქარე და სულსწრაფობა გამართლებული არაა.

მერწყული

მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, სიბრაზე, რომელიც შეიძლება თან გქონდეთ მთელი დღის განმავლობაში, არაფერია, გარდა მთვარის გავლენისა, ხვალ ისევ გახდებით  მხიარული. 

თევზები

მშვენიერებასა და სილამაზეს ასხივებთ, სასიამოვნოა ახლა თქვენთან საუბარი და ურთიერთობა. დატკბით მომენტით, იცხოვრეთ დღევანდელი დღით.